"დილამ" გორში "სამტრედიას" მოუგო და თბილისის "დინამოს" მიუახლოვდა

AutoSharing Option
21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

დღის მთავარი მატჩი გორში გაიმართა, სადაც სადისციპლინო კომიტეტისგან დასჯილმა "დილამ" "სამტრედიას" უმაყურებლოდ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე გურამ ადამაძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებამ გორის "დილას" სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა, თუმცა ამ უკანასკნელს სხვაობის კვლავ გაზრდა 22 ნოემბერს, ზუგდიდში შეეძლება.

მცხეთაში "ვიტ ჯორჯია" რუსთავის "მეტალურგთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან დუბლით დავით გელაშვილი
(7, 39) გამოირჩა.

დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ მაინც მოიგო - 2:1.

სტუმრები ანგარიშში უკვე 24-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ დააწინაურა. "დინამოს" გათანაბრება ჯერ 53-ე წუთზე შეეძლო, თუმცა ამირან მუჯირმა პენალტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბათუმელთა ლეგენდამ 61-ეზე მაინც გაიტანა, 79-ეზე კი უკვე თეიმურაზ შონიამ აიღო "სიონის" კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მარტვილის "მერანმა" ფოთის "კოლხეთი" მიიღო, გოლი არ გასულა.

ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი შაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება.

იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ლოგიკა თუ ცრურწმენა?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამტრედიას ნორმალური და მომტხოვნი მწვრტვნელი უნდა ზამტარადზე სადაც მივიდა ვერსად ვერ გააკეტა ვერაფერი ჰემი აზრიტ სამტრედიას ბევრად კვალიფიცირებული მწვრტნელი სჯირდება ვიდრე სანაია და ზამტარადზე არიან მიუხედავატ მატდამი პატივისცემისა
paata xuchua
22 ნოემბერი 2014 20:59
0
სამტრედიას ნორმალური და მომტხოვნი მწვრტვნელი უნდა ზამტარადზე სადაც მივიდა ვერსად ვერ გააკეტა ვერაფერი ჰემი აზრიტ სამტრედიას ბევრად კვალიფიცირებული მწვრტნელი სჯირდება ვიდრე სანაია და ზამტარადზე არიან მიუხედავატ მატდამი პატივისცემისა
paata xuchua
22 ნოემბერი 2014 20:59
0
aseti tamashi da tanac principuli me ar maxsovs dilas moegos, es moxda shoreul carsulshi, 70-ian clebshi rustavis metalurgtan, dila agebda 0-1-s da tamashi shemoatriala 2-1. dges ki tu chavttvlit im sagole momentebs rac dilam ver gamoiyena, angarishi upro soliduri unda yopiliyo, aseti satamasho disciplina, ortabrdzolebi burtistvis da gamarjvebisadmi scrapva yvelaperi iyo tamashshi, ai ratom miyvars me goris dila......
vladimer metreveli
22 ნოემბერი 2014 10:35
0
ჯანგო რამ გაგაბოროტა. კიდე კაი სამტრედიამ რო წააგო თორე ალბათ გული გაგისკდებოდა. ყველამ თავისი ქალაქის გუნდს მიხედოს. სამტრედია ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთლელების სამჭედლო და ასეთად დარჩება.
chiko
21 ნოემბერი 2014 17:17
0
გოორის დილაა :-) მაგარი თამაში იყო.. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.. მიუხედავად იმისა რომ დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო თითქმის ნახევარი გუნდი იყო მაინც მოვიგეთ... გილოცავთ და წარმატებები გუნდს
ემზარ
21 ნოემბერი 2014 17:02
0
საღოლ საღოლ დილააა! ასე გააგრძელეთ ბიჭებოო! აი ასე ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ლევ
21 ნოემბერი 2014 16:36
0
მოგენატრებათ სამტრედიელებო გელა სანაია :)
ჯერ სადა ხართ,მალე აუტსაიდერებში იქნებით ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლთა რიგებში.
ეს ზამთარაძე დაგიზამთრებენ კარგ განწყობას :)
რამდენიმე დღეში განმეორებით მატჩში ბათუმთან დაემშვიდობებით თასის გათამაშებას და ევროსაგზურის უკანასკნელ იმედს :)
არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო ჯიში მისი.
სამტრედიის მუდმივი პრობლემა იყო არა მწვრთნელები, არამედ კლუბის უაზრო მენეჯმენტი,ახლა კი მწვრთნელიც დაუმატეს...
ჯანგო
21 ნოემბერი 2014 16:23
0

სიახლეები პოპულარული