"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
კანონებზე ფეხბურთელებს ვკითხოთ აზრი, ფეხბურთზე - იურისტებს და სოფელიც აშენდება!
ნიკა
19:36 25-06-2024
0
ფეხბურთს უყურეთ და მერე ისაუბრეთ. ხვიჩასთვის პასის მიღების მომენტებს დააკვირდით, მის წინ რამდენი ფეხბურთელი დგება და თუნდაც უბურთოდ, ოდნავ სახიფათო ზონაში გადაადგილებისას 3 მეტოქე რომ დასდევს. საერთოდ, რაგგონიათ, ან რას ელით, ნახევარ გუნდს მოატყუებს და გაიტანს? საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის ნაკრებებს, თუნდაც სხვებს რომ ბევრად ცნობილი ვარსკვლავები ჰყავთ, რა გააკეთეს ისეთი, რომ აღფრთოვანდით და ემოციები ვერ დამალეთ? ხვიჩა მისთვის დაკისრებულ ფუნქციას კარგად ასრულებს. ჯადოქარი არ არის, არც მეტოქეებია რამით ნაკლები. წარმატება საქართველოს ნაკრებს
შენგელია
16:56 24-06-2024
0

სიახლეები პოპულარული