"დინამომ" მოიგო, "ტორპედო" და "ზესტაფონი" უხვგოლიან მატჩში დაზავდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: "ტორპედომ" და "ზესტაფონმა" გულშემატკივრის მოლოდინი ნამდვილად გაამართლეს

22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. "იმერული დერბი" უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოო ფრედ 3:3 დასრულა.

ანგარიში უკვე მე-7 წუთზე მიხეილ სარდალაშვილმა გახსნა, თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება მალევე შეძლეს - 23-ე წუთზე წონასწორობა ოლეგ მამასახლისმა აღადგინა.

აქედან სამ წუთში ზესტაფონელები ანგარიშში კვლავ დაწინაურდნენ, გოლით კი ამჯერად გიორგი ილურიძე (26) გამოირჩა, მაგრამ
"ტორპედოს" მხსნელად კვლავ მამასახლისი მოევლინა, რომელმაც 35-ე წუთზე დუბლი შეასრულა - 2:2.

ტაიმი მაინც ზესტაფონმა მოიგო - 38-ე წუთზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი მიითვალა.

მაგრამ "ტორპედომ" ფარ-ხმალი არც ამის შემდეგ დაყარა და 63 წუთზე ოთარ კვერნაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
ზუგდიდში მორიგი სამი ქულა მიითვალა ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის "დინამომ", რომელმაც ადგილობრივ "ზუგდიდს" ანგარიშით 2:1 სძლია. სტუმართაგან გოლები გიორგი პაპუნაშვილმა (70) და ჩისკომ (87) გაიტანეს, მატჩის მიწურულს ერთი ბურთი ირაკლი ეხვაიამ გაქვითა.

ამ გამარჯვებით დინამოელებმა გორის "დილასთან" სატურნირო ცხრილში სხვაობა კვლავ ხუთ ქულამდე გაზარდეს.

* * *
თბილისში უმასპინძლა ცხინვალის "სპარტაკმა" ქობულეთის "შუქურას" და 36-ე წუთზე, ლაშა შინდაგორიძის გოლით გაიმარჯვა - 1:0. ქობულეთელებს ქულის გადარჩენის კარგი შანსი 57-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა გიორგი ჩელებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

* * *
ლანჩხუთში ფრედ 2:2 დასრულდა "გურიას" და საჩხერის "ჩიხურას" შეხვედრა. სტუმრები 16-ე წუთზე ანგარიშში გიორგი კორიფაძემ დააწინაურა. მეორე ტაიმში დავით მეგრელიშვილის დუბლით (53, 80) გურულები წინ გავიდნენ, თუმცა 90-ე წუთზე ლაშა ჭელიძემ გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

* * *
შეგახსენებთ, რომ ტურის ოთხი მატჩი წინა დღეს, 21 ნოემბერს ჩატარდა. "დილამ" გორში "სამტრედიას სძლია (1:0), ხოლო ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონს" (2:1). სტუმრად მცხეთაში, ორი უპასუხო გოლი გაუტანა "ვიტ ჯორჯიას" რუსთავის "მეტალურგმა", ხოლო მარტვილის "მერანისა" და ფოთის "კოლხეთის" მატჩში გოლი არ გასულა

ასევე იხილეთ:
"დილამ" გორში "სამტრედიას" მოუგო და თბილისის "დინამოს" მიუახლოვდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
rogorc livc- reze ceria.dinamom 2:1 moigo .guriam pred itamasha2:2.saiti dzalian kaia.shecdomebs ar vedzeb,carmatebebi.
Kaxa sportalls
16:38 22-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული