ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.
"მცხეთა პარკზე" ვიტ-ჯორჯიამ გორის "დილა" მიიღო. 22-ე წუთზე ირაკლი მოედაძემ გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაათანაბრა. 56-ე წუთზე გურამ ადამაძის გოლით "დილა" ისევ დაწინაურდა, თუმცა 68-ე წუთზე ლევან საბაძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრეთი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
"ბაიას" ბაზაზე "ზუგდიდისა" და "ზესტაფონის" მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.
მარტვილის "მერანისა" და "სამტრედიას" შეხვედრა ასევე უგოლოდ დამთავრდა.
ქუთაისის "ტორპედოსა" და
ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა და "ჩიხურას" მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.
მე-15 ტურით საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. სატურნირო ცრხილის პირველ სამეულში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1. დინამო (თბ) 2. დილა 3. სამტრედია.
ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთმა" დათა სიჭინავას დუბლით ცხინვალის "სპარტაკს" მოუგო