ომარ მიგინეიშვილი: "დინამოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და ჯერ გაურკვევლობაში ვარ

AutoSharing Option
"დინამო"-"ჩიხურას" სუპერთასის მატჩით საქართველოში საფეხბურთო წელიწადი დასრულდა. თბილისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ მეკარე ომარ მიგინეიშვილსა და გუნდის კაპიტან ირაკლი ძარიას.

გააგრძელებენ თუ არა ისინი ხე-ლშეკრულებებს და არსებობს თუ არა ამისთვის ორმხრივი სურვილი?

მატჩის შემდეგ კომენტარისთვის ძარიას მივმართეთ, თუმცა მან ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა. ინფორმაცია გადავამოწმეთ მიგინეიშვილთანაც, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კლუბთან ურთიერთობა გასარკვევი აქვს:

"კონტრაქტი მართლაც დამიმთავრდა. ახლა გაურკვევლობაში ვარ, რადგან არ ვიცი, "დინამოში" დავრჩები თუ ახალი გუნდის მოძებნა მომიწევს.

კლუბის ხელმძღვანელობას ველაპარაკე და პასუხი მალე მეცოდინება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული