ვწერდით, რომ შესაძლოა, გუნდიდან წავიდეს მეკარე ომარ მიგინეიშვილი, რომელსაც თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ახალ შეთავაზებას ელის.
საქართველოს ნაკრების კანდიდატით უმაღლესი ლიგის ორი გუნდი, "სამტრედია" და ქუთაისის "ტორპედო" დაინტერესდნენ, მაგრამ მიგინეიშვილი ჯერ "დინამოსთან" აპირებს ურთიერთობის გარკვევას და თუ ახალი კონტრაქტი ვერ მიიღო, ახალ გუნდში გადასვლაზე მერე უფრო საფუძვლიანად იფიქრებს.
31 დეკემბერს კონტრაქტი "დინამოს" ვიცე-კაპიტან ირაკლი ძარიასაც უმთავრდება. ის კომენტარისგან თავს იკავებს, მაგრამ საინტერესო ამბები მაინც შევიტყვეთ.
"თბილისის "დინამოს" ყოფილი ვიცე-კაპიტანი
"მადლობა ყოველი წუთისთვის, რომელიც "დინამოსთან" ერთად გაატარეთ! შეხვედრამდე... ჩისკო, ძარო"! "ძარო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!"
ეს იმას ნიშნავს, რომ "დინამოს" ფანები ძარიას წასვლას შეეგუენ.
როგორც შევიტყვეთ, ეს ამბავი გადაწყვეტილია და ძარია უკვე ახალ გუნდს ეძებს. იყო ვერსია, თითქოს, თემურ ქეცბაია მას ერთ-ერთ კვიპროსულ კლუბში (სადაც, ერთ-ერთი ვერსიით, ქეცბაია უნდა დანიშნულიყო მთავარ მწვრთნელად) სთავაზობდა მოწყობას, მაგრამ ეს ამბავი ჯერ არ დასტურდება.
რეალურად, "დინამოს" ვიცე-კაპიტანს კვიპროსში მართლაც იწვევენ, მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც.
გაჩნდა ინფორმაცია, რომ გუნდიდან მიდიან თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ფლანგის მცველები - გიორგი მჭედლიშვილი და დავით საჯაია. საბანაძემ "დინამოს" ფორმით 12 შეხვედრა ჩაატარა (ძირითადში - 9) და 5 გოლი გაიტანა. მჭედლიშვილმა 6-ჯერ ითამაშა (2), ხოლო საჯაიამ - სამჯერ (2).
მოკლედ, ეს ყველაფერი მალე გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"