21 წლის ცენტრალური მცველისთვის "ზესტაფონი" პირველი უმაღლესლიგური გუნდი იყო. ის ძირითად შემადგენლობაში ჯერ კიდევ გიორგი ჭიაბრიშვილის მწვრთნელობისას დაწინაურდა, როცა სრულიად ახალგაზრდამ, ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
მინდორზე საიმედო, მშრომელი, წყნარი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული - ორი სიტყვით ასე შეიძლება გრიგალაშვილის დახასიათება.
ცხადია, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, "დინამო" სერიოზულ ძალას შეიმატებს და პერსპექტივასაც გაიზრდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"