თბილისის "დინამოს" კარს სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს

AutoSharing Option
ჩისკოს წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოში" არც ერთი უცხოელი აღარ დარჩა, თუმცა ეს "სიცარიელე" დროებითი აღმოჩნდა: "ლელოსთან" ინტერვიუში დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ზამთრის პაუზის მერე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ღირსებას სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს.

2015 წლის 2 იანვარს ჰრდლიჩკას 29 წელი უსრულდება და "დინამოში" უკრაინის ჩემპიონატიდან, კერძოდ, ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან" გადმოვიდა.

ტანმაღალი მეკარე ბრატისლავის "ინტერის" აღზრდილია, გარკვეული პერიოდი ჩეხეთში, "ბრნოში" ასპარეზობდა; კარიერის საუკეთესო წლები კი სამშობლოში, "რუჟომბეროკში" გაატარა, სადაც სამი სეზონის განმავლობაში ამ გუნდის ძირითადი მეკარე გახლდათ.

2013
წლის დასაწყისიდან ამა წლის დეკემბრის ბოლომდე კი უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის, ზაპოროჟიეს "მეტალურგის" კარს იცავდა.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჰრდლიჩკას გარდა, მეორე წრეში "დინამოში", სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი ლეგიონერის გამოჩენას უნდა ველოდოთ. თანაც, როგორც "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა გვითხრა, ამათგან ერთ-ერთი თავდამსხმელი იქნება, ერთიც - ცენტრალური ნახევარმცველი.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "დინამოში" სხვა სლოვაკი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ - ცენტრალური მცველი მილოშ კრშკოც და უნივერსალი შუახაზელი პეტარ გრაიციარი ნამდვილად შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ლეგიონერთა რიცხვს, საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული კვალი რომ დაუტოვებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუკა - 21 თებერვალს დაიწყება უმაღლესი ლიგის მატჩები.
Burton
07 იანვარი 2015 00:58
0
ვინმემ მიტხრას როდის განახლდება უმაგლესი ლიგის მატცჰებიიი? ? ?
ლუკა
06 იანვარი 2015 23:11
0
ლეგიონერი არ ჩამოყავთო ჯერ იმაზე ილანძღებით და რო ჩამოყავთ ახალგაზრდებს მიეცით შანსიო. რითი ვერ იგებთ რო გუნდში ლეგიონერის ყოლა აუცილებელია მაშინ გავიდეთ ამ ბავშვებით ევრო თასზე და სტიაუა და ოლიმპიაკოსი რო დაგვიჭერს მერე მიხვდებით
Viko
30 დეკემბერი 2014 12:07
0
არაბული წაიყვანეთ რათ გინდათ უცხოელი ფორვარდი,ქართველებს მიხედეთ, ნუ გენანებათ ფული ქართველებისთვის ,უნდა ჩამოიყვანოთ უცხოელი აკეთებინოთ ფული და ჩვენ ფეხბურთელებს თამაში ენატრებათ, მერე იტყვით არ გვყავს ფეხბურთელებიო, ტუ არ ენდეთ როგორ გვეყოლება.........
გიო
30 დეკემბერი 2014 11:12
0
ცენტრ Fორვარდი თუ გინდათ არაბული აიყვანეთ, ვიღაც უვარგისში გადაყრით ფულს და ქართველებისთვის გენზნებათ, ვერ ისწავლა დინამომ ჭკუა,ქართVელებს მიხედეეეეეთ!!!!!
Gio
30 დეკემბერი 2014 10:59
0
ჩამოიყვანენ ამ ლეგიონერებს და უხდიან უამრავ ხელფასს, რატომ საქართველოში ნაკლები ფეხბურთელები არიან? გადახედეთ წესიერად საქართველოს შემადგენლობებს რამდენ ფეხბურთელს არ ეძლევა საშუალება თავი გამოავლინოს იმიტომ რომ კარგი პირობები არ აქვს და ხელშეწყობა... დინამოში როგორც ამბობენ საუკეთესო პირობებია და ჩამოიყვანეთ ლეგიონერი და შეუქმენით პირობები და ქართველები ფეხბურთელები საშინელ პირობებში ამყოფეთ და შედეგი მოითხოვეთ მხოლოდ....საშინელებაა ეს საქციელი
nako
30 დეკემბერი 2014 10:42
0
რაც მახსოვს გრაციარს ხალხი სულ აგინებდა აქ, სანამ არ წავიდა. ახლა სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ DD
Alex
30 დეკემბერი 2014 10:40
0
ჩვენ იმდენი ნიჭიერი მეკარე და ფეხბურთელი გვაყვავს და არ აძლევთ საშუალებას მათ საქართველოში თავი გამოავლინონ და იმიტომაც მიდიან საზღვარგარეთ და შემდეგ უკმაყოფილონი ხართ რომ გარბიან ეს ბავშვები საქართველოდან
levani
30 დეკემბერი 2014 10:34
0
პეტარ გრაიციარი - კაი ფეხბურთელი იყო ტრამვამ შეუშალა ხელი :(
თბილისი
30 დეკემბერი 2014 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული