2015 წლის 2 იანვარს ჰრდლიჩკას 29 წელი უსრულდება და "დინამოში" უკრაინის ჩემპიონატიდან, კერძოდ, ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან" გადმოვიდა.
ტანმაღალი მეკარე ბრატისლავის "ინტერის" აღზრდილია, გარკვეული პერიოდი ჩეხეთში, "ბრნოში" ასპარეზობდა; კარიერის საუკეთესო წლები კი სამშობლოში, "რუჟომბეროკში" გაატარა, სადაც სამი სეზონის განმავლობაში ამ გუნდის ძირითადი მეკარე გახლდათ.
2013
აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჰრდლიჩკას გარდა, მეორე წრეში "დინამოში", სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი ლეგიონერის გამოჩენას უნდა ველოდოთ. თანაც, როგორც "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა გვითხრა, ამათგან ერთ-ერთი თავდამსხმელი იქნება, ერთიც - ცენტრალური ნახევარმცველი.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "დინამოში" სხვა სლოვაკი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ - ცენტრალური მცველი მილოშ კრშკოც და უნივერსალი შუახაზელი პეტარ გრაიციარი ნამდვილად შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ლეგიონერთა რიცხვს, საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული კვალი რომ დაუტოვებიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"