ილია კოკაია დაბრუნდა - რა ელის "ზესტაფონს"?

AutoSharing Option
როგორც "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია საქართველოში დაბრუნდა.

ცოტა ხნის წინ მან ქართული ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.

უახლოეს დღეებში შედგება კოკაიასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის შეხვედრა, რაც, ალბათ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.


ამ დროისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ჯერ არ გამოუთქვამს კოკაიასთან შეხვედრის ოფიციალური სურვილი (ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია იყო გუშინ საღამოსათვის). ზუსტად ვიცით, რომ ფედერაციის მესვეურები მზად არიან,
კოკაიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრონ, რამაც "ზესტაფონის" პრეზიდენტი ქართული ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ეს პოზიცია "ლელოსთან" საუბარში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააფიქსირა.

მოკლედ, მალე მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა შედგეს, რაც "ზესტაფონის" ბურუსით მოცულ მომავალს, ალბათ, მეტ სიცხადეს შემატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
მეთქი ფეხბურთში დაბრუნდათქო
1111
13:18 06-01-2015
0
რა დაგვტანჯა ამ კაცმა.
ucha111
13:21 06-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული