"დინამო" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას 10 იანვარს დაიწყებს, ხსენებული ტურნირი კი 31 იანვარს იწყება.
თბილისელთა გარდა, ტურნირის ორგანიზატორებმა ბევრი ცნობილი ევროპული კლუბი მიიწვიეს - ბუქარესტის "სტიაუა" (რუმინეთი), გრაცის "შტურმი" (ავსტრია), პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი), "მარიბორი" (სლოვენია), ბელგრადის "პარტიზანი" (სერბეთი) და სოფიის "ლიტექსი" (ბულგარეთი).
ტურნირი პლეი-ოფის სისტემით ჩატარდება. როგორც რუმინული საიტი იტყობინება, გამარჯვებული 20 ათას ევროს მიიღებს, რაც მას სასტუმროს ხარჯების დაფარვაში დაეხმარება.
ყოველდღიური
Amat jurnalistoba googlshi searchingi goniat.