ლანჩხუთის "გურია" "დინამო 2"-დან წამოსულ ვაჟა მათიაშვილს იწვევს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ მთავარი შემადგენლობის გაახალგაზრდავების შემდეგ თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ "დინამო 2"-ის არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალა და გუნდი გააუქმა. მას მერე ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრები ახალ კლუბებს ეძებენ.

შევიტყვეთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ვაჟა მათიაშვილს ლანჩხუთის "გურია" იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ფორვარდით უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ, მათიაშვილი კარიერას, დიდი ალბათობით, სწორედ "ევგრაფი შევარდნაძეზე" გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული