კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "სამტრედიიდან" ცენტრალური მცველის, გიორგი პაჭკორიას შემდეგ ზუგდიდელებმა ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე, გამოცდილი მინდია ბობღიაშვილიც დაიმატეს. კლუბმა ორივეს უკვე კონტრაქტებიც გაუფორმა.
ამას გარდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია აკვირდება უკრაინელ ლეგიონერ ანდრეი ბობროვს, რომელიც 22 წლის თავდამსხმელია და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ "ნიკოლაევში" თამაშობდა. შეროზიამ მას 12 იანვარს გამართულ სპარინგში თავის გამოჩენის შანსიც მისცა.
სამაგიეროდ, "ზუგდიდი" დაემშვიდობა კამერუნელ მეკარე ბოკ ანდრეს ნონოსს, რომელსაც ზუგდიდელთა თავკაცი ერთ კვირაზე მეტხანს აკვირდებოდა, თუმცა
ორჯერად ვარჯიშებზე გადასვლამდე, შეროზიამ მზადების ერთკვირიანი ციკლი ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა. მან გუნდი "ყვითლებად" და "მწვანეებად" დაყო. აღვნიშნავთ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ ეფექტური გოლებით გამოიჩინა თავი ირაკლი ქობალიამ. ზუგდიდელთა გოლეადორმა ერთმანეთის მიყოლებით შთამბეჭდავი ბურთები გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
შეროზიამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები ძველით ახალ წლებზე ოდნავ ამოასუნთქოს. ამიტომ შეკრების მეორე ეტაპმა ორი დღით გადაიწია. "ზუგდიდი" 15 იანვარს შეიკრიბება და ფეხბურთელები უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"