ეროვნული ლიგა 2-ის მე-2 ტურში "გარეჯმა" საკუთარ მოედანზე "რუსთავს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში საგარეჯოელთა 37 წლის მეკარე მინდია ბობღიაშვილმა შეცდომები დაუშვა, რის გამოც იგი გუნდიდან გაუშვეს.
"გარეჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"ძვირფასო გულშემატკივრებო! მინდია ბობღიაშვილი, ს.კ გარეჯის მეკარე, ფეხბურთელისთვის უღირსი საქციელის გამო გათავისუფლებულია გუნდიდან! კლუბის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშს გიხდით მისი უღირსი საქციელისთვის!", - წერია განცხადებაში.
რა თქმა უნდა, შეცდომები ყველა მოთამაშეს მოსდის, თუმცა კლუბის ამ განცხადების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ეჭვობენ, რომ მეკარეს თამაში გაყიდული ჰქონდა.
ბობღიაშვილმა მართლაც საეჭვო შეცდომები დაუშვა... ვნახოთ, რა მოჰყვება ამ სკანდალურ ამბავს.