ლიბორ ჰრდლიჩკა: თბილისის "დინამოს" შემოთავაზებას ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" 29 წლის სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა ჩაირიცხა.

ჰრდლიჩკას ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს "მეტალურგი" გახლდათ. სლოვაკი მეკარე ბრატისლავის "ინტერის" აღზრდილია. თამაშობდა "რუჟომბეროკში", ასევე, ჩეხურ "ბრნოში". ლიბორი რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პირველ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.

"საფეხბურთო კარიერა ბრატისლავის "ინტერში" დავიწყე. 9 წელი დავყავი მშობლიური ქალაქის გუნდში. ვთამაშობდი სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში. შემდეგ გადავედი ჩეხურ "ბრნოში", თუმცა ახალგაზრდული ასაკიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, იშვიათად მიწევდა მთავარი გუნდის კარის დაცვა.

2010 წელს სლოვაკეთში დავბრუნდი და "რუჟომბეროკში" ორნახევარი სეზონი გავატარე მთავარ მეკარედ. ბოლო
კლუბი კი ზაპოროჟიეს "მეტალურგი" გახლდათ. "მეტალურგში" ველოდებოდი ახალ კონტრაქტს. როდესაც "დინამოს" მხრიდან რეალური ინტერესის შესახებ შევიტყვე, ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. 

"დინამო" ხომ დიდი გუნდია და მას ყველა იცნობს ევროპაში. ნანახით აღფრთოვანებული ვარ. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი და მოსამზადებელი პირობები ევროპული დონისაა.

ვიცოდი, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობენ. შემიძლია აღვნიშნო მათი საკმაოდ კარგი ტექნიკური მომზადება. ვიტყოდი, რომ ჩემს ბოლო კლუბში ასე ტექნიკურად არ თამაშობენ.

ჩემი მთავარი მიზანი "დინამოში" წარმატებულად გამოსვლაა და ყველანაირად ვეცდები, გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ამ ჯერზე უმთავრესია, ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რადგან ტიტული ჯერ არ მომიგია", - თქვა ლიბორ ჰრდლიჩკამ.

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ გავიგე,ხან ახალგაზრსებზე ვაკეთებთ აქცენტს,რომლებიც დიდ ხელფასს არ მოითხოვენო.ახლა 29 წლის მეკარე გადმოიყვანეს,რომელიც არც ცნობილია,არც ახალგაზრდა და არც ის მგონია 2-3 ათასზე ითამაშოს აქ.რავიცი,განვითარების რა სტრატეგიას მისდევს დინამო,მგონი თავადაც ვერ ჩამოყალიბებულან.
ნიკა
21:50 13-01-2015
0
L. G. მანდ არ იყოო?
batono fifia
19:32 13-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული