6 მილიონი ფოთის სტადიონისთვის - რას დაჰპირდა "კოლხეთის" დირექტორს სიჭინავა

AutoSharing Option
არახალია, რომ ფოთის "კოლხეთი" უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბია. ფოთელებს დალხენილი სეზონი არც წლეულს ელით - შარშანდელის მსგავსად, ქალაქის საკრებულომ ამჯერადაც 300 ათასი ლარი დაუმტკიცა სახარჯოდ - ანუ იმაზე ცოტა, ვიდრე პირველი ლიგის ზოგიერთ კლუბს აქვს.

ამას ვინ ჩივის: გუნდი საკუთარ სტადიონზეც ვერ თამაშობს და ფოთელი გულშემატკივრების მხარდაჭერას მონატრებულია. ასე განვლო საშემოდგომო ეტაპმა და ასე იქნება სეზონის ბოლომდე.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთის" სტადიონ "ფაზისს", იყო დაპირებები, მაგრამ ხარისხიანი საფარის დაგების შემდეგ ტრიბუნების მოწყობას საშველი ვერა და ვერ დაადგა.

მშენებლობაზე
გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, რისი მიზეზიც კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა გახდა. შედეგად, ფოთის საკრებულომ ტენდერის შედეგები გააუქმა, ახალი კი გამოაცხადა, მაგრამ ამასობაში დაიკარგა დრო და სანამ მშენებლობა შეჩერებული იყო, ტრიბუნების ნაწილი წვიმების გამო დაიტბორა და ლამის ახალი პალიასტომი გაჩნდა.

ბოლო ტენდერის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდი" გახდა, რომელმაც "ფაზისზე" სამუშაოები უკვე განაახლა. სტადიონისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ საინტერესო ამბავიც გაგვიმხილა:

"თუ გახსოვთ, "ფაზისზე" 2014 წელს სუპერთასის მატჩი უნდა გამართულიყო. სწორედ მაშინ ფეხბურთის ფედერაციიდან იყო დაპირება, რომ რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სტადიონზე ახალგაზრდულ ნაკრებს ათამაშებდნენ.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი პირდაპირ გვითხრა - თუ კარგი სტადიონი აშენდება, სუპერთასს ყოველ წელს ფოთი უმასპინძლებსო.

იმედია, მშენებლობა ახლა მაინც არ შეჩერდება და "კოლხეთი" საკუთარ არენას დაუბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იტყუებიანნნნ.ის ბალახი რაც დააგეს საერეტოდ აგარ ვარგა არ უვლიანნ
0
რაულ , შენ რა გონია, ევროპის სუპერთას ჩავატარებთ ყოველ წელსოო ? : D :D

რა არის დაუჯერებელი იმაში რომ საქართველოს სუპერთასი ჩატარდეს ყოველ წელს ფოთში ?
raul_ს
16:49 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული