გორის "დილაში" მიხეილ გორელიშვილი და ლაშა გვალია დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხაილ გორელიშვილი და ლაშა გვალია

"დილაში" ძველები ბრუნდებიან. გორულ კლუბს მიხაილ გორელიშვილი და ლაშა გვალია შეუერთდნენ, 25 იანვარს, საღამოს კი ამ ფეხბურთელებმა "დილასთან" ერთად უკვე ივარჯიშეს კიდეც.

21 წლის შემტევი ნახევარმცველი გორელიშვილი აქაური გუნდის ღირსებას დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, შარშან გაზაფხულამდე იცავდა; 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი გვალია კი გორულ გუნდში გიორგი დევდარიანის მწვრთნელობისას თამაშობდა.

გვალიამ და გორელიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს "დილასთვის", როცა ეს გუნდი 2013 წელს ევროპა ლიგაში გამოდიოდა (გორელებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ ჯგუფურ ეტაპამდე).

უახლოეს დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობა
ფეხბურთელებს კონტრაქტებს გაუფორმებს.

"დილას" თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ ორ ფეხბურთელთან, რომელთაგან ერთი უცხოელია, ხოლო ჩაირიცხებიან თუ არა ისინი "დილაში", ეს უახლოეს ხანებში გაირკვევა.

დღესდღეობით, რაც დადასტურებულია, "დილადან" მხოლოდ 3 მოთამაშე წავიდა - ბექა შეყრილაძე, გურამ ადამაძე და გიორგი ბერიძე.

"დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში სერიოზულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ტუღუშს საფეხბურთო მენეჯმენტის სფეროში შვეიცარიული განათლება აქვს და ახლა ამ ცოდნას მშობლიურ კლუბს ახმარს. გარდა ამისა, ის A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიასაც ფლობს და პრო-ლიცენზიის მისაღებად ევროპაში სწავლობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს დილა ჩემპიონია....აგრეთვე თასსაც აიღებს...წარმატებები დილას....
gori
12:03 26-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული