უმაღლესი ლიგა: თურქეთში წასასვლელი ფული ყველას ჰქონია...

AutoSharing Option
სამი კვირა დარჩა 2015 წლის პირველ ოფიციალურ მატჩებამდე: 18 თებერვალს, საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩებით სეზონი განახლდება; 21 თებერვლიდან კი მეორე წრეც დაიწყება და პირველსავე ტურში მეტად და მეტად საინტერესო მატჩი გველოდება: "სამტრედია"-"დინამო", თბილისი.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ ორი გუნდის გარდა, საჩემპიონო ამბიცია სხვასაც უნდა ჰქონდეს: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გორის "დილა" საგრძნობლად გაძლიერდა და ამ გუნდისგან მხოლოდ დ მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ.

თვალში გამოიხედეს
სეზონის განახლებამდე გარკვეული დროა დარჩენილი, მაგრამ ერთი (თანაც, დადებითი) ტენდენცია უკვე გამოიკვეთა: უმაღლესი ლიგის
გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მოსამზადებელ პერიოდს უცხოეთში, კონკრეტულად კი, თურქეთში ატარებს!

ჰო, მართლაც თითზე ჩამოსათვლელი გუნდების ("მეტალურგი, "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "გურია") გარდა, ყველა სხვა დანარჩენმა "სატრანსფერო ბაზარზეც" საკმარისად იაქტიურა და, რაც მთავარია, უცხოურ შეკრებაზე გასამგზავრებელი ფულიც "გამოაჩინა"!

არადა, ძალიან შორეულ წარსულს კი არა, სულ რაღაც 3-4 თვის წინანდელ ამბებს გაგახსენებთ, როცა ერთი-ორის გარდა, უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდის ხელმძღვანელი თუ მთავარი მწვრთნელი თავიანთ უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბრობდა.

ჰო, მართლაც ასე იყო: ფეხბურთელებს ხელფას-პრემიებს ვერ ვურიგებთო, მატჩის წინ შეკრებას ვერ გავდივართო, ტრანსპორტირებისა და კვების თანხებს დიდი გაჭირვებით ვშოულობთო - აი, ასეთი თუ მსგავსი შინაარსის გამონათქვამები იყო გასული წლის შემოდგომაზე "პოპულარულიც" და აქტუალურიც.

მერე კი, მოგეხსენებათ, რა და როგორ მოხდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც რომ კეთილი ნება გამოიჩინა და უმაღლესი ლიგის გუნდებს არცთუ მცირე ოდენობის თანხა ჩაურიცხა, ოღონდ ეს თანხა მიზნობრივად უნდა დახარჯულიყო - ანუ მხოლოდ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა სახელფასო დავალიანებას მოხმარებოდა.

მოკლედ, ყველა იმ "გაჭირვებულმა" გუნდმა ცოტა თვალში "გამოიხედა". ამასობაში პირველი წრეც დამთავრდა და თითქმის ყველა ქალაქისა თუ რაიონის ხელმძღვანელიც გვერდში დაუდგა თავიანთი ქალაქისა თუ რაიონის გუნდებს და არცთუ მცირე ბიუჯეტიც დაუმტკიცა!

ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, მუნიციპალურ კლუბებს ვგულისხმობთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქალაქთა რიცხვში კვლავაც არ ფიგურირებს რუსთავი. თუმცა, განა იმიტომ, რომ მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქის ხელმძღვანელობას რუსთავის საფეხბურთო გუნდის ბედ-იღბალი არ აინტერესებს: "მეტალურგის" ირგვლივ მართლაც რომ "ჯადოსნური წრეა" შეკრული და ვიდრე იურიდიული საკითხები არ მოგვარდება, მანამდე ამ გუნდის უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობას არაფერი ეშველება.

არადა, ყველაზე უცნაური ის არის, რომ უხელფასოდ და უპრემიოდ მოასპარეზე "მეტალურგმა" (მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში რომ გაუსტუმრეს სახელფასო დავალიანება) პირველი წრე VI ადგილზე დაასრულა და არაერთი ფავორიტიც გაამწარა. პირველი წრის დასრულების მერე "მეტალურგიდან" თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი (უცხოურს ვინ ჩივის, ადგილზეც რომ ვერ ახერხებს თუნდაც ერთკვირიანი შეკრების გავლას) ამჯერად საკონტროლო მატჩებშიც ყოჩაღობს!

თუმცა, ეს "ინერცია" სადამდე გაგრძელდება, ძალიან ძნელი სათქმელია და თუ სიტუაცია (ფინანსურს ვგულისხმობთ) უკეთესობისაკენ არ შეიცვალა, "მეტალურგი" პირველ ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთ კანდიდატადაც უნდა მივიჩნიოთ; ჰო, კონკურენტები ჯერ ადგილზე მორჩნენ შეკრებას და ახლა უცხოეთში აგრძელებენ მზადებას და ვიღაცას ხომ მაინც მოუწევს პირველ ლიგაში დაქვეითება თუ პლეი ოფში მონაწილეობა?

ან იქნებ შარშანდელი "სცენარის" იმედი აქვს ვინმეს, რომ კვლავაც "ქართული ფეხბურთისათვის გადამრჩენელი გადაწყვეტილება" მიიღოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და ისე, როგორც წინა სეზონის დასრულების შემდეგ, ახლაც არც ერთი გუნდი არ "გაიმეტოს" საპირველლიგოდ?!. და თუ წლეულსაც მოხდა "საფეხბურთო ამნისტია" (თანაც, არ დაგავიწყდეთ, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება) და პირველ ლიგაში არავინ გავარდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2015/16 წლების სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 18-მდე, ან იქნებ ოცამდეც გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, სპორტული პრინციპი დაირღვევა, მაგრამ ამას ვინ დაგიდევთ: უმთავრესი და პრიორიტეტული (გნებავთ, ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის გადამრჩენელი) ხომ მასობრიობა და მხოლოდ და მხოლოდ მასობრიობაა!

როცა დასკვნები ნაადრევია
ადგილზე თუ უცხოეთში უმაღლესი ლიგის გუნდებმა უკვე არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს; ზოგან უკვე დასრულებულია დაკომპლექტების პროცესი, ზოგან ჯერ კიდევ აკვირდებიან პოტენციურ ახალწვეულებს, ზოგან... სულ ახლახან დაიწყო II წრისთვის მზადება (ძალიან დადებითი ფაქტია, რომ "ზესტაფონის", საერთოდ, ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში აღარ არის).

ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებთ ამა თუ იმ გუნდის ლოკალური თუ გლობალური მიზნებისა თუ შანსების შეფასებისგან. მით უფრო, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრგან ჯერ კიდევ არ დასრულებულა დაკომპლექტების პროცესი და ამა თუ იმ გუნდში გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელთაგან ვინ დარჩება და ვინ - არა, ესეც ჯერჯერობით გაურკვეველია.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტ(ებ)ზე, რომ რამდენიმე გუნდი, ფაქტობრივად, ერთიანად განახლებული შემადგენლობით წარდგება მეორე წრეში ("ზესტაფონი", "ტორპედო", "სიონი", "ზუგდიდი"); ასევე, არაერთი სატრანსფერო ცვლილება მოხდა თბილისის "დინამოში", "დილაში", "ცხინვალში" (ყოფილ "სპარტაკში").

ჯერჯერობით, უმნიშვნელო გადაადგილებებია ბათუმის "დინამოში", "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიაში", თუმცა სეზონის განახლებამდე ნურაფერს გამოვრიცხავთ (განსაკუთრებით, შავი ზღვისპირა ქალაქების გუნდებში);

მოკლედ, ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია ამა თუ იმ გუნდის სატრანსფერო აქტივობასა თუ საჩემპიონატო მიზნებზე საუბარი და მხოლოდ რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას.

უპირველესად, იმას ვიტყვით (უფრო ზუსტად, გავიმეორებთ), რომ "დინამო თბილისის", "დილასა" და "სამტრედიას" შორის სერიოზული საჩემპიონო კონკურენცია უნდა ვიხილოთ; ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ "ჩიხურა" და "ცხინვალი" (უფრო, ალბათ, თასის გათამაშებას მიანიჭებენ პრიორიტეტს);

ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ დღესდღეობით ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფმა "სიონმა", ისე, როგორც 2013/14 წლების სეზონში, ამჯერადაც შემოგვთავაზოს წარმატებული მატჩების სერია და, შესაძლოა, სულაც... ევროტურნირების საგზურს გამოჰკრას ხელი - ლადო ბურდულის გუნდში ხომ ერთიმეორეზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩაირიცხნენ ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

დიდი ინტერესით ველოდებით, ფაქტობრივად, განახლებული "ტორპედოს" ასპარეზობას, თანაც, ახალი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თავკაცობით; აი, დანარჩენზე კი მაშინ ვისაუბროთ, ყველა გუნდი შეკრებას რომ დაასრულებს და ასევე ყველა გუნდი საბოლოოდ რომ დაკომპლექტდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრის კალენდარი:
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია-ზესტაფონი
ზუგდიდი-შუქურა

22 თებერვალი, კვირა
ტორპედო-კოლხეთი
დინამო (ბთ)-მეტალურგი
სამტრედია-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-მერანი
ჩიხურა-სიონი
ცხინვალი-დილა

XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

XVIII ტური
6 მარტი, პარასკევი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი

7 მარტი, შაბათი
ტორპედო-მერანი
ზუგდიდი-კოლხეთი

XIX ტური
14 მარტი, შაბათი
ზესტაფონი-სიონი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
ცხინვალი-სამტრედია
დილა-ზუგდიდი

15 მარტი, კვირა
ვიტ ჯორჯია-ტორპედო
მერანი-დინამო (ბთ)

XX ტური
21 მარტი, შაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა

22 მარტი, კვირა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი

XXI ტური
31 მარტი, სამშაბათი
მერანი-გურია
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
ცხინვალი-დინამო (ბთ)

1-ლი აპრილი, ოთხშაბათი
მეტალურგი-სიონი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-ზესტაფონი
ტორპედო-სამტრედია
დილა-ჩიხურა

XXII ტური
4 აპრილი, შაბათი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი

5 აპრილი, კვირა
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ)

XXIV ტური
18 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
შუქურა-კოლხეთი
სიონი-მერანი

19 აპრილი, კვირა
ჩიხურა-ცხინვალი
სამტრედია-მეტალურგი
ზესტაფონი-დილა
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია
გურია-ტორპედო

XXV ტური
25 აპრილი, შაბათი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

26 აპრილი, კვირა
მერანი-ზესტაფონი
დინამო (ბთ)-გურია

XXVI ტური
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია-ზუგდიდი
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
შუქურა-მერანი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

XXVII ტური
6 მაისი, ოთხშაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
მერანი-მეტალურგი
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-შუქურა
ზუგდიდი-ჩიხურა

XXVIII ტური
9 მაისი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო

XXIX ტური
16 მაისი, შაბათი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი

XXX ტური
23 მაისი, შაბათი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გია ტუხაშვილი
მალადეც გია, კარგად დაწერე, ჩეგეთვალა :)

ისე კი მე მაგალითად ასე ვიზამდი:
დავტოვებდი პირველ ლიგაში 20 კლუბს ერთ ჯგუფში 2015-16 წლების სეზონისათვის თუკი ყოველი მათგანი წარმოადგენდნენ 700 000 ის გარანტიას მთელი სეზონის ხარჯების სახით.
უმაღლეს ლიგაში კი დავუშვებდი ,მხოლოდ მათ ვისაც ექნებოდა 1,6 მილიონი ლარის გარანტია და იმდენ კლუბს ვათამაშებდი, რამდენიც იქნებოდა, 14-16 თუ 18. თუკი ისე მოხდებოდა რომ პირველი ლიგიდან გადმომსვლელი 2 კლუბიც და გასავარდნი 2 კლუბიც წარმოადგნედნენ ამავე გარანტიებს, მაშინ უფრო სჯობდა უმაღლესი ლიგის ოდენობის გაზრდა 18-მდე, პირველ ლიგაში კი მეტი ინტერესი და ინტირგა შეიქმნებოდა.
ამის შემდეგი მომავალი წლისათვის კი უმაღლესიდან გამოსავარდნი პლეი ოფის გარეშე იქნებოდნენ ბოლო სამი ადგილის "მფლობელები" ყოველგვარი პლეი ოფის გარეშAე.რაც კომკურენციას კიდევ უფრო გაზრდიდა როგორც უმაღლესში ისე პირველ ლიგაში!

ასე რომ,მიაწოდე სიჭინაავს ეს მოსაზრება, იქნება ტავში დაუჯდეს !
გუადუა
30 იანვარი 2015 18:34
0
ბათუმის დინამოზე ვამბობ რო მერიამ დაამატა ფული 300 000 ლარი და გუნდს ფედერაცია საერთოდ არ დახმარებია
temo
30 იანვარი 2015 16:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული