კოლხეთი-დორდოი 2:0 - გამარჯვება ყირგიზეთის ჩემპიონთან

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" თურქეთში 29 იანვარს გაემგზავრა და 4 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა. ზაზა ინაშვილის გუნდმა პირველი სპარინგი ყირგიზეთის ჩემპიონ "დორდოისთან" გამართა.

ფოთელები, ისევე, როგორც საქართველოში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში, ამჯერადაც კარგად გამოიყურებოდნენ. მატჩი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

"კოლხეთმა" გოლები მეორე ტაიმში გაიტანა: 58-ე წუთზე ფოთელთა შეტევა ზუსტი დარტყმით გიგა ამბროლაძემ დააგვირგვინა, 13 წუთში კი აზიელთა კარი მეორედ აიღო გუნდის ახალწვეულმა ლევან შენგელიამ.

მატჩი საკმაოდ უხეშად წარიმართა, რის გამოც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა გიორგი ლემონჯავას, თუმცა გუნდები წინასწარ შეთანხმდნენ,
რომ გაძევებულს სხვა ფეხბურთელით შეცვლიდნენ და "კოლხეთმაც" სპარინგი სრული შემადგენლობით გააგრძელა.

კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლ. კაკულია, ლემონჯავა, გოგონაია, გიგაური, ქორჩილავა, სიჭინავა, ჯიქია; შეცვლაზე: ჩადუნელი, გურეშიძე, ამბროლაძე, თ. კაკულია, ჟიშკარიანი, შენგელია, ბარამიძე, გუგუშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული