აქტიური იყო ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ხშირად უტევდა. ანგარიშიც სწორედ მან გახსნა, როცა მე-14 წუთზე, იურმალელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 1:0.
ათ წუთში ზუგდიდელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს - მოედნის ცენტრიდან ლამაზი კომბინაცია წამოიწყეს, რომელიც გაგრძელდა მარჯვენა ფლანგზე. იქიდან ირაკლი ქობალიამ ბურთი კარისკენ ჩაჰკიდა. ლევან წურწუმიამ თავურით შეტევა ზუგდიდელთა კაპიტან შოთა ლომიას გაუგრძელა, რომელმაც მეკარეს ერთი შეხებით
32-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:0 იყო - გოდერძი მაჩაიძემ სამი მეურვე ჩამოიცილა და ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში შეროზიამ ყველა ფეხბურთელი ათამაშა. მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა, "ზუგდიდმა" სამ გოლს ვეღარაფერი შემატა.
"შედეგზე მეტად, თამაშის ხარისხი გვაინტერესებდა, თუმცა დიდი ანგარიშით მოგება ყველას სიამოვნებს. მთლიანობაში, ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მათ დავალებები კარგად შეასრულეს და მადლობას იმსახურებენ.
მაგრამ ხარვეზებიც გამოჩნდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ზუსტად ამაზე მქონდა ფეხბურთელებთან საუბარი და მუშაობაც ამ მიმართულებით გაგრძელდება.
ორჯერად ვარჯიშებზე მეტი ყურადღება დაეთმობა ყველა რგოლს, რომელშიც სუსტად გამოვიყურებით", - ამბობს შეროზია.
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ქობალია; შეცვლაზე: რიგვავა, პაჭკორია, დ. ქირია, კობერიძე, ეხვაია, ენდელაძე, ფარჯიკია, კუკავა, სამუშია, ნარმანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"