თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე მომზადებას განაგრძობს. დღეს, 6 თებერვალს, კახა გოგიჩაიშვილის გუნდი მორიგ სპარინგ-მატჩს პოლონურ "კორონასთან" გამართავს. შეხვედრა ანტალიაში თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ "დინამომ" შეკრებაზე ოთხი მატჩი გამართა. ფრეს დასჯერდა გრაცის "შტურმთან" (1:1), დამარცხდა პრაღის "სპარტასა" (1:3) და პოლტავის "ვორსკლასთან" (0:1), ბოლო შეხვედრა კი უზბეკურ "ნასაფთან" (1:0) მოიგო.
თურქულ შეკრებაზე პირველ სამ მატჩში დინამოელთა კარს გუნდის ახალწვეული, სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა იცავდა. 29 წლის გოლკიპერი პრაღის "სპარტასთან" წაგებულ მატჩში ძალზე არადამაჯერებელი იყო, რამაც "დინამოს" გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.
თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა მეკარეების მწვრთნელის, გელა ჭანტურიას კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ჰრდლიჩკაზეც საუბრობს.
"გუნდი წინასწარ გაწერილი პროგრამით მუშაობს, მათ შორის, ჩვენც - მეკარეების მწვრთნელები. ხელს არაფერი გვიშლის საქმიანი მზადებისთვის.
მოგეხსენებათ, ახალი მეკარე გვყავს. ლიბორი კარგი, გამოცდილი მეკარეა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და დადებითი პიროვნებაა.
პირველივე დღიდან საფეხბურთო ტერმინოლოგიის ქართულად სწავლას შეუდგა და უკვე თამაშის მიმდინარეობის დროს თანაგუნდელებს ქართულად კარნახობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
შეცდომა კი ყველას მოსდის და მისგან არავინაა დაზღვეული. გარკვეული დროა საჭირო ადაპტაციისთვის, ახალ გუნდთან მორგებისთვის.
ნიკა დაუშვილი, 17 წლის გიორგი კულუა - ყველანი ძალიან მონდომებულნი არიან, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად მუშაობენ და ბოლომდე იხარჯებიან.
ზურაბ ქვაჩახიასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მეკარეები სეზონის განახლებას მომზადებულნი შეხვდნენ და ვფიქრობ, რომ "დინამოს" მეკარის პრობლემა არ ექნება".
ფოტოზე: "დინამოს" მეკარეები ვარჯიშზე
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
15:40 06-02-2015
"ლიბორ ჰრდლიჩკა კარგი, გამოცდილი მეკარეა, შეცდომა კი ყველას მოსდის"
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუ კარგია ღმერთმა მოგახმაროთ მშვიდობაში...როცა Gამოსაცვლელი გახდება მაშინ არ დაგავიწყდეთ ეგ სიტყვები...ფუუ თქვენი...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული