10:41 11-02-2015
სიონი-რუმინეთის ნაკრები 0:1 - იორდანესკუს კომპლიმენტი [VIDEO]
AutoSharing Option
ლადო ბურდულის გუნდი ანგელ იორდანესკუს გაწვრთნილებთან გამართულ სპარინგში, რომელიც ავდრისგან გაჟღენთილ გაზონზე წარიმართა, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
"სიონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი, საჯაია, ფოფხაძე, გურეშიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, ქებურია, და სილვა, ცნობილაძე, ლუის ალბერტო (ჭანკოტაძე, სვანიძე, სიჭინავა, ბერიძე, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე).
რუმინელთაგან ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დუმიტრაშმა გაიტანა.
მატჩის შემდგომ რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა "სიონის" პრესსამსახურთან საუბარში აღფრთოვანება ვერ დამალა:
"მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გუნდს საქართველოს ჩემპიონატში ახლა კარგი პოზიცია არ უკავია, მასთან თამაში ძალიან გაგვიჭირდა. "სიონი" ამბიციური გუნდია, მე ვულოცავ თქვენს მწვრთნელს, მას ამბიციური გუნდი ჰყავს", - თქვა იორდანესკუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღ "სიონი", კარგი ბიჭები შეკრებილან, იმედია ჩემპიონატში იღბალიც ექნებათ.
0
0
ვაა, მგონი "სიონი" აღარ ხუმრობს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული