საბჭოეთის რევანში ჯორჯიაზე სურს

AutoSharing Option
"ბანიკთან" ერთად თბილისში ვერნერ ლიჩკა ჩამოვიდა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად არაა. მან თბილისში 29 წლის წინ ჩატარებული მატჩი გაიხსენა და აბსოლუტურად უშეცდომოდ დაასახელა ოთხი ქართველი ფეხბურთელის გვარი.

"1981 წელს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. ის შეხვედრა საბჭოთა კავშირმა 2:1 გაიმარჯვა და დუბლი შენგელიამ შეასრულა. მის გარდა, მატჩში მონაწილეობა კიდევ სამმა შესანიშნავმა ქართველმა, ჩივაძემ, სულაქველიძემ და დარასელიამ მიიღო. მაშინ სსრკ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
მოხარული ვარ, რომ თბილისში
ხელმეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ძველ მოგონებებში გადავეშვი და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. "ვიტ ჯორჯიასთან" საინტერესო თამაშს ველი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოდან ახლა მაინც წავალ გამარჯვებული", - გვითხრა ლიჩკამ.

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ჩამოჰყვა იგი ბანიკს – ლიჩკა ოსტრავული კლუბის გენერალური მენეჯერია. იმასაც გეტყვით, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი წლების განმავლობაში იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.


ვერნერ ლიჩკა (ფოტოზე მარცხნივ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული