მე-6 წუთზე დათა სიჭინავამ "სიონი" წინ გაიყვანა - 1:0.
მე-10 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა - 1:1.
27-ე წუთზე სიხარულიძემ დუბლი შეასრულა - 2:1.
პირველი ტაიმი დასრულდა.
მე-60 წუთზე ოთარ ხიზანეიშვილი გამოირჩა და ანგარიში 3:1 გახადა.
68-ე წუთზე გიორგი ილურიძემ "ზესტაფონის" უპირატესობა სამამდე გაზარდა - 4:1.
89-ე წუთზე გიორგი ცხადაიამ სხვაობა შეამცირა - 4:2.
საბოლოოდ შეხვედრა "ზესტაფონის" გამარჯვებით ანგარიშით 4:2 დასრულდა.