თბილისის "დინამო" უმაღლესი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

AutoSharing Option
3 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-11 წუთზე გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა 8 წუთში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ტაიმი 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე ჩემპიონი წინ გავიდა, გოლი ისევ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

81-ე წუთზე ანგარიში "დილას" ნახევარმცველმა გიორგი ერისთავმა გაათანაბრა - 2:2.

ვინაიდან, ბათუმის "დინამო" შინ 2:3 დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოსთან", თბილისის "დინამო" 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გორის "დილას" 42 ქულა აქვს, როგორც ბათუმის "დინამოს".


მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ქნან მეტი არ სეუზლიატ, ტრენერი ყავტ სუსტი
0
საეჩვოა
gaga
18:41 04-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული