ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

AutoSharing Option
...ეს ტრაგედია შაბათს მოხდა. ქედის "ბეთლემი" ბათუმში ვარჯიშობდა. მწვრთნელებს ფეხბურთელები განსაკუთრებულად არ დაუტვირთავთ, რიგითი ვარჯიში იყო. უცებ შენიშნეს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ფარტენაძე შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა. 27 წლის ახალგაზრდას გული გაუჩერდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ქედის "ბეთლემის" ნახევარმცველი წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოსა" (2004-08) და "ადელის" (2011-14) ღირსებას იცავდა. 2009 წელს ფარტენაძე მინსკის "მტზ-რიპოში" ვარჯიშობდა. როგორც გვითხრეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირველად სწორედ ამ ბელორუსულ კლუბში ყოფნისას გააფრთხილეს, რომ მისი გულის მდგომარეობით თამაში არ შეიძლებოდა...

მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდა, ვერ შეელია.
შარშან ფარტენაძე ქედის "ბეთლემის" მთავარი მწვრთნელიც იყო, მაგრამ ქედელი კაცია, მშობლიურ გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, ისევ მოედანს დაუბრუნდა...

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფეხბურთელი თამაშის ან ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.

ბოლო წლების ტრაგედიებიდან გვახსენდება 2003 წელი, როცა კამერუნელი ნახევარმცველი მარკ ვივიან ფოე ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს მოედანზე წაიქცა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 2004 წლის 25 იანვარს, "ბენფიკა"-"გიმარაეშის" მატჩისას, მასპინძელთა უნგრელი ფეხბურთელი მიკლოშ ფეჰერი გულის შეტევით გარდაიცვალა.

2007 წელს, "სევილიის" მაისურით თამაშის დროს დაიღუპა ესპანელი ანტონიო პუერტა, რომელმაც ერთი შეხვედრა ესპანეთის ნაკრებშიც ჩაატარა. 2012 წელს, იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში, "ლივორნოსა" და "პესკარას" მატჩის 30-ე წუთზე, მოედანზე გონებადაკარგული დაეცა 25 წლის ნახევარმცველი პიერმარიო მოროზინი - მასაც გულმა უმტყუნა.

ანალოგიური ტრაგედიებით განსაკუთრებით კიევის "არსენალია" "გამორჩეული": 2004 წლის 29 თებერვალს, გულის პრობლემების გამო, "არსენალის" სარეზერვო გუნდის ამხანაგური მატჩისას, ანდრეი პავიცკი დაიღუპა; 2011 წელს, უკრაინულ კლუბში სინჯებზე მყოფ 19 წლის ნახევარმცველს, ოლეგ გრიჩაკს, სარეზერვო გუნდთან საკონტროლო მატჩის დროს გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს;

2014 წლის იანვარში კი, უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა პაველ ტკაჩენკომ ორმხრივი ვარჯიშისას გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა...

არჩილ ფარტენაძისა და სხვათა შემთხვევები კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ დღეს ფეხბურთში სამედიცინო მომსახურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფეხბურთის თამაში კარგია, მაგრამ სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
achi iyo iseti pirovneba didtan didi patarastan patara sheudarebeli bichi da sauketeso megobari...siamaye xar saqartvelos achi !!! is yoveltvis cocxali iqneba !!!
Salo
08 აპრილი 2015 22:37
0
ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ აჩიკოს გარდაცვალებას მის ოჯახს, ის არა მარტო მისმა ოჯახმა დაკარგა არამედ მთლიანად ქედამ, საქართველომ და ქართულმა ფეხბურთმა, გმერთმა გაანათლოს მისი სული.
ფრიდონ ბოლქვაძე
07 აპრილი 2015 19:39
0
აქ არ იცინ როგორ ავარჯიშონ..დატვირთვა ამათ გონიათ მაგარი ვარჯიში
...-s
07 აპრილი 2015 10:35
0
მწვრტნელი და ხემდზგვანელობა რას აკეტებდნენ? მარტო პულს რო იტხოვენ არ იცოდნენ რო ბიცჰის გულის პრობლემა ქონდა? ეგ არის მწვრტნელი მარტო ხელპასზე რო პიქრობს? იდზახის ბიცჰებმა მიტხრესო რო წამალს აგარ სვავდაო, ტქვენ რატო არ დაინტერესდიტ ბიცჰის მდგომარეობიტ როცა იცოდიტ რო გულზე პრობლემა ქონდა? ან ხემდზგვანელობა რას აკეტებდა საერტოდ? მარა ტქვენი სამედიცინო სჰემოწმება ხო მარტო წნევის გასუნჯვაა, რო გკიტხოტ კი ზრუნავტ ქარტულ პეხბურტზე
aki
07 აპრილი 2015 02:25
0
იმიტომ რომ ნულზე გვაქვს სპორტი და სულ ცალ ფეხზე კიდია ყველას სპორტსმენების ჯანმრთელობა, თუ ცნობილი იყო ის ფაქტი რომ ამ კაცს გულის პრობლემები ქონდა რატომ უშვებდნენ მოედანზე? მწვრთნელებო, რისთვის არსებობთ?!!
ელინა
07 აპრილი 2015 01:28
0
საქართველოს დააკლდა შესანიშნავი ახალგაზრდა. მისმა სიკვდილმა ყველა დაამწუხრა.ღმერთო გთხოვ, არცერთი დედა ისეთ დღეში არ ჩააგდო, როგორშიც აჩიკოს დედაა.
ინგა
07 აპრილი 2015 00:33
0
ვუზიარებთ
bneli
06 აპრილი 2015 12:29
0
თანაგრძნობას ვუცხადებ სრულიად საქართველოს!

გუჯა კახაძე
06 აპრილი 2015 11:43
0
ვუთანაგრძნობ ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს!!!
fanat
06 აპრილი 2015 10:50
0

სიახლეები პოპულარული