დათა რიგვავას ულამაზესი გოლი "ცხინვალის" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზუგდიდის" ფეხბურთელმა დათა რიგვავამ "ცხინვალთან" (3:2) უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრები მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდნენ. სტანდარტულიდან ლევან აკობიამ შორეული გადაცემით ლაშა კუკავა მონახა, რომელმაც თავის მხრივ, ლევან კუტალიას უპასა. ამ უკანასკნელმა ბურთი დათა რიგვავას გადააწოდა. შეცვლაზე შემოსულმა რიგვავამ ერთი შეხებით ძლიერად კარისკენ გაგზავნა და სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - გოლიც ულამაზესი გამოდგა.

ფაქტობრივად, რიგვავამ "ზუგდიდს" "ოქროს" ქულები მოუტანა და შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ბეჯოო ჰიბრას შეშურდა...ეს გოლი რო ულამაზესია რა დონეა საქართველოში...
...-s
10:30 07-04-2015
0
მზის გამო იყო (ხუმრობის გარეშე)
pele
16:35 06-04-2015
0

სიახლეები პოპულარული