რევაზ არველაძე: "ზესტაფონთან" დაკავშირებით უწყებრივი გაუგებრობა მოხდა

AutoSharing Option
ზესტაფონური ორომტრიალი გრძელდება. ამ დროისთვის, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი მოხსნილია ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან. 21 აპრილს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეფინანსებინა ადგილობრივი კლუბი.

"ზესტაფონის" საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს.

"რა უნდა ვთქვა, უწყებრივი გაუგებრობა მოხდა და, ალბათ, ეს იყო მთავარი აქ. გულწრფელად ვამბობ - ადამიანურად ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა.

ილია კოკაიას ვესაუბრე "დილასთან" მატჩის წინ. მან აღნიშნა, რომ არსებობდა საფრთხე, რადგან მისი გუნდის ფეხბურთელებს დიდი ხანია, ხელფასი არ
აუღიათ... მან ეს განაცხადა პირად საუბარში, ოფიციალურ წერილში კი, ერთადერთ მიზეზად იმისა, რაც მოხდა, დასახელებული იყო უსახსრობა.

ერთია: საგარანტიო წერილი იმის თაობაზე, რომ ჩემპიონატს ჩაამთავრებს, წარმოადგინა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" და არა - საკრებულომ ან გამგეობამ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაფიოზი არვალაძე წადი
0
სულ გაუგებრობა არ არიოს ფედერაციაში გამეფებული?
2222
14:28 23-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული