შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დააკავა

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "ibcbet"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის "ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები - გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე, ორი პირი - იოსებ გ. და გიორგი
კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის.

შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ-ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

წყარო: police.ge


ასევე იხილეთ:
სფფ-ის ოფიციალური განცხადება ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით

შსს-მ ფეხბურთელების დაკავების კადრები გაავრცელა [VIDEO]
როგორ აწყობდნენ მატჩებს - შსს-ს ფარული გადაღება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესარი რეზო თქვენი ჩემპიონატი რაც ხართ თქვენ ისეთივე ჩემპიონატი გაქვთ მოშორდით დროზე ნაზირლებო თქვენა ეხლა გაგახსენდათ არა მათხოვარი ფეხბურთელები მათხოვრებს და კრისებს ცადით სასცრაფოდ
bubu
06 მაისი 2015 07:30
0
რა უნდა გაუშვან ეგეთების გულისთვისა რო განადგურებულია ქართული ფეხბურთი.
luka
05 მაისი 2015 22:09
0
შსს სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ეს ხალხი.
I რავა დემეტრაძეზე ცუდი ბიჭები არიან თუ? Nუ ნუ კალაძის ძმაკაცები რომ არარიან imიტო ?
kofe11
05 მაისი 2015 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული