"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - "ტორპედოს" ლეგიონერმა ფიფაში დავა მოუგო

AutoSharing Option
30 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან ბობკომ თავის ყოფილ კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, იმერულმა გუნდმა ფეხბურთელს ხელფასი არ გადაუხადა. ფეხბურთელმა თავის ადვოკატთან ერთად "ტორპედოს" წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზად იყო, ჯამაგირის ნახევარი აეღო, თუმცა ქუთაისელებმა ამ თანხის გადახდაზეც უარი განაცხადეს.

აქედან გამომდინარე, ბობკომ და მისმა ადვოკატმა ფიფას მიმართეს და დავაც მოიგეს, რის შედეგადაც "ტორპედო" ფეხბურთელს კომპენსაციას გადაუხდის.

"კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი
და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და შემდეგ საქმეში ადვოკატი ჩავრთე.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს "ტორპედო", სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით, ამ გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა.

ქუთაისში ორსულ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი... ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომ ხელფასის ნახევარი მოეცათ, თუმცა რაღაც ზღაპრებს მიყვებოდნენ.

სხვა გზა არ მქონდა და ფიფაში ვიჩივლე. როგორც ვიცი, კიდევ ერთი ლეგიონერი მარკოვიჩი აპირებს მსგავს ქმედებას", - ამბობს ბობკო.

"მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა სამართლებრივი გზებით სიარული, ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბს არაერთხელ შევთავაზეთ, დავალიანება ან მისი ნახევარი მაინც დაეფარა.

მივიღეთ უარი და უფრო მეტიც, წამოვიდა მუქარა და გვითხრეს, რომ ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ჩვენ დავზარალდებოდით.

ფიფას მივმართეთ და მანაც კი დრო მისცა "ტორპედოს", რომ საქმეში გარკვეულიყო და კონტრაქტის დეტალები შეესრულებინა, თუმცა კიდევ უარი თქვეს.

ბუნებრივია, ეს დავა მოვიგეთ და ახლა "ტორპედოს" ივანისთვის თანხა აქვს გადასახდელი. თავად განსაჯეთ, უცხო ფეხბურთელი ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე.

არც კი ვიცი, რაში სჭირდებათ ლეგიონერები. გუნდის ხელმძღვანელობა კონტრაქტის ვერშესრულების მიზეზად კორონაპანდემიას ასახელებდა", - ეს კი უკვე ბობკოს ადვოკატის, სერგეი კორობკოს სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ივან ბობკო "ტორპედოში" 2021 წლის ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და სულ 10 მატჩში ითამაშა. ახლა ის უკრაინულ "ლებედინში" ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
2021 წლის ზამთარი გავიდა უკვე ჟურნალისტებო!? დავიჯერო ამდენ ხანს მეძინა:)))
მამუკა
09:10 03-06-2021
10
ვენაცვალეთ ამ უკრაინელს იმიტომ რომ არავის არაფერი არ შეარჩინა,ეს ჩვენ ვართ მე10ე საუკუნეში ჩარჩენილები და მიტოა რომ ვტკეპნით ერთ ადგილს
ბაჩი
18:20 02-06-2021
3

სიახლეები პოპულარული