აღსანიშნავია, რომ კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას ლიცენზია. ეს ლიცენზია კლუბს აძლევს უფლებას, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს უეფას ევროტურნირების გათამაშებაში.
ამჟამად "სამტრედია" უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ლიცენზირების კუთხით უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდა წილად. გასული წლების ლიცენზირების პროცესი კლუბმა სრულად ჩააგდო და ლიცენზირების კომიტეტისგან სამართლიანად იქნა დაჯარიმებული 20 000 ლარით", -
მომზადებულია fcsamtredia.com-ის მიხედვით