"პრაიმტაიმი": თბილისის "დინამო" ყელამდე ვალებშია ჩაფლული

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელმა გუნდის ბიუჯეტი მილიონამდე დაიყვანა, დახურა "დინამო 2", ახლა კი საფეხბურთო სკოლა მაისის ბოლოს ოფიციალურად შეწყვეტს არსებობას.

როგორც კლუბში განმარტავენ, ამის მიზეზი თანხების დაზოგვაა, სინამდვილეში კი მის მფლობელს, რომან ფიფიას, იმაზე გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.

ბოლო ნომერში "პრაიმტაიმმა" "დინამოს" გაყიდვაზეც დაწერა, რაც კლუბში კატეგორიულად უარყვეს. რეალურად, რა ხდება კლუბში და რატომ აქვს გუნდს რვანიშნა ვალი.

საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო", რომ იტყვიან, ყელამდე ვალებშია ჩაფლული.

როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, კლუბს მიმდინარე ვალდებულებებში 31
მილიონ ლარზე მეტი აქვს. უფრო კონკრეტულად კი, კლუბის ანგარიშზე 23 მილიონ 636 ათას 430 ლარი დავალიანება ირიცხება, რომელიც, როგორც ჩანს, სესხის სახით აქვს კლუბს აღებული. ეჭვი არსებობს, რომ ეს თანხები თბილისის "დინამოს" მფლობელმა ოფშორული ზონებიდან ისესხა.

თანამშრომელთა მიმართ ვალდებულებები 19 ათას ლარს აღემატება, გადასახადებსა და სოცანარიცხებში კი გუნდს 3 მილიონ 314 ათას 107 ლარი აწერია.

კლუბს, გრძელვადიან ვალდებულებებში, ერთ-ერთი ბანკის მიმართ 7 მილიონ 670 ათას 19 ლარი აქვს დავალიანება.

საწესდებო კაპიტალში გუნდს 16 მილიონ 464 ათას 710 ლარი აქვს ჩადებული, მთლიანი საკუთარი კაპიტალი და მთლიანი ვალდებულებები კი 32 მილიონ 590 ათას 198 ლარს შეადგენს.

არსებული ვალების ფონზე, ნათელი ხდება კლუბის მფლობელის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებები "დინამო 2"-სა და საფეხბურთო სკოლის გაკეთებასთან დაკავშირებით. მოარული ხმებით, ფიფია "დინამოს" გაყიდვასაც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმები თავად მფლობელმა კატეგორიულად უარყო, არსებული ვალების ფონზე, მისთვის კლუბის ქონა საკმაოდ არარენტაბელურია.

თუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ მარტო გასულ წელს თბილისის "დინამომ" ხელფასებში 12 მილიონი დახარჯა, ხოლო "აზოტისგან" რვა მილიონი მიიღო, ნათელი გახდება, რომ გუნდი წაგებაზეა.

ასე რომ, ხმები, გუნდის გაყიდვასთან დაკავშირებით, არც ისე საფუძველს არის მოკლებული, მეორე საკითხი კი ის არის, ვინ იყიდის გუნდს, რომელსაც ვალად 32 მილიონი აქვს.

მაგდა კლდიაშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"
წყარო: primetimenews.ge

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: იძულებული ვარ, "დინამოს" საფეხბურთო სკოლა დავხურო
მკითხველის კომენტარები / 7 /
თვალს ვადევნებდი დინამოს Mდგომარეობას, აშKარად არ იგრძNობოდა კერძო პირის ზრუნვა შაკუთარ ბიზნესზე. აშკარად ფინანსურ მაქინაციებთან Gვაქვს საქმე. Eგ ფიფია მალე Gაიქცევა საქრთველოდან, მგონი ეგეც Mიშისტია, ვიღა დაგვიბრუნებს, მაგ ....
Daviti
13:45 11-05-2015
0
გასკდა გული გასკდაააააა!!
თბილისი
14:00 11-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული