უმაღლესი ლიგის XXIX ტურის წინ: რაღა დაგვრჩა გასარკვევი

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "დინამო" სათამაშოდ ლანჩხუთში ჩადის
უმაღლესი ლიგის წინა ტურმა თითქმის ყველა ინტრიგა "მოსპო". რაც მთავარია, "ვადაზე" ადრე გამოვლინდა საქართველოს ჩემპიონატის 2014/15 წლების გამარჯვებული - გორის "დილამ" ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა!

ახლა ისაა გასარკვევი, "ზესტაფონთან" ერთად უმაღლეს ლიგას რომელი გუნდი დატოვებს. ეს საფრთხე საქართველოს ორ ექსჩემპიონს ემუქრება: "მეტალურგი" და "ვიტ ჯორჯია" სულ რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთს ჩემპიონობას ეცილებოდნენ, ახლა კი ერთ-ერთს, შესაძლოა - ორივესაც, უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწიოს.

დაქვეითების საფრთხე აღარ უნდა
აწუხებდეს ბოლნისის "სიონს". თითქმის 100 პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ "ემიგრაციაში" მყოფი ბოლნისელთა გუნდი არც გავარდება და არც გადათამაშებაში მოხვდება!

რაც შეეხება მეორე-მესამე ადგილებს, ამ შემთხვევაშიც მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, თბილისის "დინამომ" და ბათუმის "დინამომ" დარჩენილ ორ ტურში თავიანთი პოზიციები რომ დათმონ.

დარჩენილ ორ მატჩში თბილისის "დინამოს" ქულა სჭირდება და ევროპის ლიგის საგზურს ინაღდებს, რამეთუ ურთიერთშეხვედრებში "ცხინვალთან" უპირატესობა ექნება. ასევე მშვენიერ შანსს ინარჩუნებს ხანგრძლივი პაუზის მერე ევროტურნირებზე მოსახვედრად ბათუმის "დინამოც" - მომავალ ტურში, "ზესტაფონთან" გარანტირებული 3 ქულა ხომ ელოდება, მერე, ბოლო ტურში "კარის მეზობელ" "შუქურასთან" ასტრონომიული სხვაობით არ უნდა წააგოს!

"ცხინვალს" კი ისღა დარჩენია, რომ IV ადგილის გასანაღდებლად "როგორმე" ერთი ქულა მიამატოს თავის აქტივს და მერე, თასის ფინალში გულმხურვალედ უქომაგოს თბილისის "დინამოს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 17:00
მერანი-დილა
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
11: 1 = 1 -9, 11:26

17.05. მცხეთა. მცხეთა პარკი. 17:00
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
34: +13 =8 -13, 43:30
დისკვალიფიკაცია: შოთა დავლაშელიძე (ვიტ ჯორჯია) - გიორგი კილასონია (კოლხეთი)

17.05. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-სამტრედია
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 1:3
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე გაბედავა (სამივე სამტრედია)

17.05. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:00
გურია-დინამო (თბ)
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
26: +3 =3 -20, 17:75
დისკვალიფიკაცია: ჯემალ გოგიაშვილი (გურია)

17.05. ზუგდიდი. ბაიას საწრთნელი ბაზა. 17:00
ზუგდიდი-სიონი
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =5 -4, 15:9
დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე (სიონი)

17.05. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 17:00
ცხინვალი-მეტალურგი
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
18: +2 =4 -12, 12:25
დისკვალიფიკაცია: ბიძინა მახარობლიძე (ცხინვალი)

17.05. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:00
ტორპედო-შუქურა
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 6:5
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქიმაძე (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასევე ვუსურვებ ბოლნისის "სიონს"უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარუნებას/მშვენიერი გუნდია/.მიუხედავად ჩემი ბათუმის"დინამო"-სადმი დიდი პატივისცემისა გორში "სიონი"ათი თავით უკეთესად გამოიყურებოდა,ვიდრე"დინამო".რომ არა "სიონის"ფეხბურთელების არაზუსტი დარტყმები კარში ბოლო აკორდზე ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა."დინამოს" ვუსურვებ ევროპის ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას.
რეზი
13:53 17-05-2015
0
კიდევ ერთხელ ვულოცავ გორის"დილას"საქართველოს ჩემპიონობას.ვუსურვებ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას-მინიმუმ 2-3 ეტაპის გავლას.ვთხოვ ბ-ნ უჩა სოსიაშვილს მეტი გორელი ფეხბურთელების გამოყენებას გუნდში.რესურსი არის...
რეზი
13:40 17-05-2015
0

სიახლეები პოპულარული