ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. "დინამო" ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააწინაურა. მე-11 წუთზე მასპინძელმა გიორგი მჭედლიშვილმა გაათანაბრა.
77-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა პენალტი გაიტანა, თუმცა "გურიამ" ქულა მაინც გადაარჩინა. 88-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა - 2:2.
ბათუმის "დინამოს" ტექნიკური მოგება დაერიცხა "ზესტაფონთან" და 55 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, ამდენივე ქულით მესამეა თბილისის "დინამო".
გორის "დილა", რომელმაც ჩემპიონის ტიტული წინა ტურში დაიბევა, მარტვილის "მერანს" დაუზავდა - 1:1. "დილა" აგებდა, თუმცა 68-ე
აღსანიშნავია "ცხინვალის" 7:2 გამარჯვება რუსთავის "მეტალურგზე".
ჩიხურა-სამტრედია 2:1
გურია-დინამო თბ. 2:2
გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (2), 1:1 მჭედლიშვილი (10), 1:2 პაპუნაშვილი (81-პენ), 2:2 კოშკაძე (87)
მერანი-დილა 1:1
გოლები: 1:0 ციცხვაია (34), 1:1 ახალკაცი (68)
ტორპედო-შუქურა 0:2
გოლები: 0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გურული (65)
ცხინვალი-მეტალურგი 7:2
გოლები: 1:0 ივანიშვილი (1), 1:1 კორღალიძე (50), 1:2 ციცქიშვილი (58), 2:2 კაჭარავა (62), 3:2 შინდაგორიძე (63), 4:2 ცერცვაძე (72), 5:2 კოჭლაძე (74), 6:2 კაჭარავა (79), 7:2 კაჭარავა (89)
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (68)
ზუგდიდი-სიონი 1:3
დინამო ბთ.-ზესტაფონი 3:0
(ტექნიკური)