თბილისის "დინამო": გია გეგუჩაძის წარდგენა 20 მაისს მოხდება

AutoSharing Option
20 მაისს, 14:00 საათზე, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდება კლუბის ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წარდგენა. ჟურნალისტთა კითხვებს გია გეგუჩაძე და "დინამოს" პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია უპასუხებენ.

გია გეგუჩაძე "დინამოს" 2004-05 წლებში წვრთნიდა. უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარაკოვის "ვისლას" დამარცხების შემდეგ კლუბთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და ამით "დინამო" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.

ბოლოს გია გეგუჩაძე, 2013-14 წლებში, "ზესტაფონს" წვრთნიდა, სადაც გუნდი რატკო დოსტანიჩის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ჩაიბარა და
საბოლოოდ ზესტაფონელებმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ულოცავ დინამოს ახალ მწვრთნელს, წარმატრბები.
malxazi
18:30 18-05-2015
0
როგორც იქნა გაუშვეს ზბროდი
dudu
18:33 18-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული