- უკვე ორი კვირაა, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. აქამდე ინდივიდუალურად ვიტვირთებოდი. ექვსთვიანი სარეაბილიტაციო კურსი გავიარე. მანამდე ოპერაცია გავიკეთე.
- ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ?
- თავიდან რომ გავიგე, ოპერაცია მჭირდებოდა, ერთი სული მქონდა, როდის გავიკეთებდი. მერე დაიწყო სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც ძალიან რთულია. გავუძელი. ღმერთის წყალობით, ახლა
- ფეხბურთი ძალიან მოგენატრებოდათ...
- სიგიჟემდე!
- ალბათ, არ გარისკავთ და საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში არ ითამაშებთ...
- არა, ახლა ვერ გავრისკავ. მომავალი სეზონისთვის მოვემზადები და თამაშს დავიწყებ.
- "ცხინვალის" ასპარეზობამ მიმდინარე სეზონში ყველა გააოცა. გუნდს ევროასპარეზზე მოხვედრის შანსი აქვს...
- სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით. ევროთასებზე მოხვედრა რეალურია. თბილისის "დინამო" თუ გაიმარჯვებს თასის ფინალში, ჩვენ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ... მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო "ცხინვალის" ყველა წარმომადგენელს. ისინი ურთულეს პერიოდში დამიდგნენ გვერდში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"