მოსალოდნელი ტრანსფერები თბილისის "დინამოში": გრიგალაშვილი, ქვილითაია...

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა რომ დატოვა, ეს უკვე გაცნობეთ. მანუელ ონვუს, სტეფან ბუკორაცსა და გიორგი ჩირგაძეს ამპლუით მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძეც მიემატა. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

ფეხბურთელების გაშვებასთან ერთად, ცხადია, "დინამო" შემადგენლობის გაძლიერებაზეც ზრუნავს.

უკვე გვეწერა, რომ (ჩვენი ინფორმაციით) განიხილება რამდენიმე ფეხბურთელის კანდიდატურა, მათ შორის - შოთა გრიგალაშვილის, ჯაბა დვალის, ნიკა გელაშვილის...

გუშინ კი მეტად საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - "დინამოს", თურმე, "სამტრედიის" ყოფილი მცველის, 22 წლის თედორე გრიგალაშვილისა და 21 წლის ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გადაბირება სურს.

Sportall.Ge
ფოთოზე: თედორე გრიგალაშვილი და გიორგი ქვილითაია

გრიგალაშვილი "ზესტაფონის" აღზრდილია. გია გეგუჩაძე მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. ბოლოს თედო "სამტრედიაში" თამაშობდა, თუმცა საქართველოს თასის ფინალში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. "სამტრედიას" გაეცალა სამწვრთნელო შტაბიც, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით.

გრიგალაშვილის პლუსი ისაა, რომ მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე.

დანამდვილებით შევიტყვეთ, "დინამოს" ინტერესთა სფეროშია მოქცეული ფორვარდი ქვილითაიაც, ვინც ახლახან დატოვა უნგრული "დიორი".

რაც შეეხება ჯაბა დვალს, ის აღარ აპირებს მიბრუნებას მოლდოვურ "დაჩიაში", თუმცა მისი გადაბირება, "დინამოს" გარდა, ქუთაისის "ტორპედოსაც" სურს.

დვალს აქვს ვარიანტები აზერბაიჯანიდანაც, სადაც ერთხელ უკვე თამაშობდა "ყარაბაღის" შემადგენლობაში.

1-ელ ივნისს "ლელო" თბილისის "დინამოს" მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და მოსალოდნელ ტრანსფერებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა...

"ჯერ სამუშაო პროცესი მიდის და პოტენციურ ახალწვეულებზე ახლა ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მეტოქეებს სლოვენიურ შეკრებაზე, შეკრების ორგანიზატორთა მიერ ცოტა დაგვიანდა სპარინგ-პარტნიორების ვინაობის დადგენა, თუმცა მალე ყველაფერს შევიტყობთ", - გვითხრა გეგუჩაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ევრო ლიგა იგივე ბიზნესია ხომ. დახარჯეთ ფული აიყვანეთ კარგი ფეხბურთელები, ჯგუფურ ეტაპზე თუ გავალთ ორმაგად დაბრუნდება დახარჯული ფული...
ჩვენც გავიხარებთ ბოლოსდა ბოლოს.
დინამოს...
03 ივნისი 2015 14:15
0
შოთა გრიგალაშვილის, ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი ცუდი არ იქნება. სამწუხაროდ თუ იმის საშვალება არ გვაქვს მაღალი კლასის უცხოელი ლეგიონერები მოვიყვანოდ სხვა გზა არ არის.

mamuka
03 ივნისი 2015 13:29
0
თედორე გრიგალაშვილმა საუკეთესო თამაში აჩვენა თასის ფინალში დინამოსთან სამტრედიის მხრიდან, უბრალოდ არ დააცალეს მეორე ტაიმში გამოცვალეს თორემ შედეგი 10 -0 იქნებოდა. ვაი თქვენს პატრონს
fani
02 ივნისი 2015 16:59
0
დინამო ზესტაფონი ძალიან მაგარი იქნება. ვაი თქვენს პატრონს. ამიტომ არ დადის ხალხი სტადიონზე. შეაზიზღეთ ფეხბურთი ხალხს. ფულის მჭამელებო.
555
02 ივნისი 2015 16:10
0
დვალი, გირგალაშვილი და გელაშვილი და ჩამოწერილები არ გინდათ რაა!!! ქვილითაია კარგიაა.... თუმცა გეგუჩაძის იმედი მაქვს ტყუილად არ მოიწვევს ისეთ ფეხბურთელს რომელსაც თამაში არ ათამაშებს...
გაზა
02 ივნისი 2015 14:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული