"სამტრედიის" ფანკლუბი: ფეხბურთელებს ჩვენთან თამაშს ნუ შევაზიზღებთ!

AutoSharing Option
საფეხბურთო სეზონი ეროვნული თასის გათამაშებით დასრულდა - თბილისის "დინამომ" "სამტრედია" 5:0 დაამარცხა. ცხადია, ეს იმერული კლუბის გულშემატკივრებისთვის ძალზე მძიმე დარტყმა იყო.


მაგრამ გამართლება არ აქვს იმ ინციდენტებს, რაც ფინალის შემდეგ მოხდა - სამტრედიელ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელებს აგინა, შემდეგ კი მცირე ჯგუფი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასასვლელთან ფეხბურთელებს დაუხვდა და მწარე სიტყვები არც მათ დააკლო.

ეტყობა, სწორედ ამან განაპირობა "სამტრედიის" ფანკლუბის ("მტრედები 2013") განცხადება, რომელიც "ლელოს" მიაწოდეს:

"რთულია იმის დაჯერება, რასაც
არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა, მაგრამ გვინდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი: არსებობს გულშემატკივრების ორი კატეგორია - ადამიანები, რომლებიც გუნდისგან მაქსიმუმს ითხოვენ (და ასეც უნდა იყოს) და ისინი, რომლებიც გუნდს ნებისმიერ დროს გვერდში უდგანან.

ჩვენც გვივარგა ხმა, მაგრამ არ ვაგინებთ ჩვენს ფეხბურთელებს! ჩვენც ვარჩევთ თამაშის დროს კარგს და ცუდს და ჩვენც გვინდა, რომ "სამტრედია" დაუმარცხებელი იყოს, დასახულ მიზანს მიაღწიოს და ის შედეგი დადოს, რომელიც ორივე კატეგორიის გულშემატკივარს გაახარებს!

სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება! ჩვენ შევიყვარეთ "სამტრედიის" ლოგო, დროშა, ჰიმნი და ვაპირებთ, მთელი ცხოვრება ამ სიყვარულში გავატაროთ! ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენ გამო ფეხბურთელებმა სამტრედიაში თამაშზე უარი თქვან და ჩვენს ქალაქზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ.

იმედი გვაქვს და გვჯერა იმ გუნდის, რომელიც ჩვენ გამო ითამაშებს, იბრძოლებს და გაიმარჯვებს!

ალბათ, ბევრს დაავიწყდა, რომ გუნდის შენებას წლები სჭირდება, დრო უნდა და ეს მოკლე ვადებში არ ხდება! ჩვენც იმ აზრზე ვართ, რომ ფეხბურთს თამაშობს მონდომება, შრომა და არა - სახელი და გვარი.

"მტრედებს" გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც ამ სეზონში ჩვენი კლუბის მაისურა მოირგო და ბევრი სიხარული გვაჩუქა. მადლობა ყველა ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი გუნდის, ქალაქის გამო ბოლომდე იხარჯებოდა და იმ ადამიანებს, რომლებიც "სამტრედიას" ქმნიდნენ და ქმნიან.

ჩვენ გუნდის გვერდით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდსა და ქალაქში დავდგებით და კეთილი იყოს იმ ფეხბურთელის მობრძანება, რომელიც "სამტრედიის" მაისურას მოირგებს", - ვკითხულობთ ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გინება საქმეს არ შველის მაგრამ არც გულშემატკივართა განაწყენება მიკვირს წაგებაც არის და წაგებაც 5 0 კი მართკა ძნელი ასატანია ნებისმიერი გულშემატკვრისთვის დინამომ ყაზახებთან 3 0 წააგო და ფიფიამ მთალი გუნდი დაიფრინა გულშემატკივრებმს კი რა ექნათ? ადგეს და აგინეს ფეხბურთელებს მით უმეტეს არ აკლიათ ფეხბურთელებს ანაზღაურება და ყურადღება გინება არ არის გამოსავალი ალბათ დაჯარიმება ფულადი და კარგი განსაკუთრებული მძიმე გავარჯიშება არ აწუენდა ფეხბურთელებს აბა ფულის აღება და მანქანების ყიდვა არის საკმარისი როცათამაშობ ფულს არ გაკლებენ მთელი გულით უნდა იბრძოლო თუ არა ცადი სახლში და გზა დაუთმე იმას ვინც მეტი ნიჭიერია და მეტი მონდომებულია ასეთებით კი სავსეა ქართული ნიჭი მაგრამ პატრონი და ფული რომ არ აქვთ მიტომ იკაერგება მათი ნიჭი ჩვენ კი პატარა მცირერიცხოვან ხალხს ნიჭიერი ბიჭების დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს მიტომ არის რომ ამდენი ხანია ვერ დადგა ფეხზე ქართული ფეხბურთი
emzari
10:55 03-06-2015
0
კაი რა აფსაიტი სად იყო
vaxos
19:08 02-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული