მაგრამ გამართლება არ აქვს იმ ინციდენტებს, რაც ფინალის შემდეგ მოხდა - სამტრედიელ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელებს აგინა, შემდეგ კი მცირე ჯგუფი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასასვლელთან ფეხბურთელებს დაუხვდა და მწარე სიტყვები არც მათ დააკლო.
ეტყობა, სწორედ ამან განაპირობა "სამტრედიის" ფანკლუბის ("მტრედები 2013") განცხადება, რომელიც "ლელოს" მიაწოდეს:
"რთულია იმის დაჯერება, რასაც
ჩვენც გვივარგა ხმა, მაგრამ არ ვაგინებთ ჩვენს ფეხბურთელებს! ჩვენც ვარჩევთ თამაშის დროს კარგს და ცუდს და ჩვენც გვინდა, რომ "სამტრედია" დაუმარცხებელი იყოს, დასახულ მიზანს მიაღწიოს და ის შედეგი დადოს, რომელიც ორივე კატეგორიის გულშემატკივარს გაახარებს!
სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება! ჩვენ შევიყვარეთ "სამტრედიის" ლოგო, დროშა, ჰიმნი და ვაპირებთ, მთელი ცხოვრება ამ სიყვარულში გავატაროთ! ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენ გამო ფეხბურთელებმა სამტრედიაში თამაშზე უარი თქვან და ჩვენს ქალაქზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ.
იმედი გვაქვს და გვჯერა იმ გუნდის, რომელიც ჩვენ გამო ითამაშებს, იბრძოლებს და გაიმარჯვებს!
ალბათ, ბევრს დაავიწყდა, რომ გუნდის შენებას წლები სჭირდება, დრო უნდა და ეს მოკლე ვადებში არ ხდება! ჩვენც იმ აზრზე ვართ, რომ ფეხბურთს თამაშობს მონდომება, შრომა და არა - სახელი და გვარი.
"მტრედებს" გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც ამ სეზონში ჩვენი კლუბის მაისურა მოირგო და ბევრი სიხარული გვაჩუქა. მადლობა ყველა ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი გუნდის, ქალაქის გამო ბოლომდე იხარჯებოდა და იმ ადამიანებს, რომლებიც "სამტრედიას" ქმნიდნენ და ქმნიან.
ჩვენ გუნდის გვერდით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდსა და ქალაქში დავდგებით და კეთილი იყოს იმ ფეხბურთელის მობრძანება, რომელიც "სამტრედიის" მაისურას მოირგებს", - ვკითხულობთ ფანკლუბის განცხადებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"