თბილისის "დინამოში" გიორგი ქვილითაიაც ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ქვილითაიას ბოლო კლუბი უნგრული "დიორი" იყო, სადაც ის გორის "დილადან" მივიდა.

ქვილითაიას საფეხბურთო კარიერა თბილისურ "სასკოში" დაიწყო. ამის შემდეგ ის "დიორში" წავიდა, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა და "დილას" მაისურა მოირგო.

მერე იყო ისევ "დიორი", რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო მესამე ლიგაში აქვეითებენ. სწორედ ამან აიძულა ქვილითაია, უნგრეთიდან საქართველოში დაბრუნებულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ტრანსფერი მართლაც მომეწონა!კარგია!
zaza
11:50 05-06-2015
0
მალადეც დინამო კაი გადაწყვეტილებაა ასეთი ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭები ხელიდან არ უნდა გაუშვათ ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას წარმატებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული