ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სლოვენიურ შეკრებაზე თბილისელთა პირველი მეტოქე მაკედონიური "შკენდია" იქნება. ეს მატჩი 15 ივნისს შედგება.
დინამოელებს ჯერ ევროპალიგაზე მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა, მერე კი ეროვნული ჩემპიონატის დროც მოვა.
საქართველოს ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები - გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და ლაშა თოთაძე "დინამოს" 14 ივნისს შეუერთდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"