თბილისის "დინამოს" პირველი მეტოქე სლოვენიურ შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" სლოვენიაში გაემგზავრა და ქალაქ პტუის სასტუმრო "გრანდ ოტელ პრიმუსში" დაბინავდა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი იქ სეზონის განახლებისთვის მოემზადება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სლოვენიურ შეკრებაზე თბილისელთა პირველი მეტოქე მაკედონიური "შკენდია" იქნება. ეს მატჩი 15 ივნისს შედგება.

დინამოელებს ჯერ ევროპალიგაზე მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა, მერე კი ეროვნული ჩემპიონატის დროც მოვა.

საქართველოს ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები - გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და ლაშა თოთაძე "დინამოს" 14 ივნისს შეუერთდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული