დინამო (თბ)-შკენდია 0:1 - მარცხი პირველ სპარინგში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი ტესტ-მატჩი მაკედონიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან, ტეტოვოს "შკენდიასთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მაკედონიურმა გუნდმა 87-ე წუთზე გაიტანა.

ქალაქ როგატეცში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ სანაკრებო ტურნედან დაბრუნებულ მათე ცინცაძეს, გიორგი პაპუნაშვილსა და ლაშა თოთაძეს.

"დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ბეგაშვილი, ტვილდიანი, ჭელიძე, გველესიანი, გურული, პარუნაშვილი, ჯიღაური, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, არაბული, ქვილითაია.
შეცვლაზე: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, კაკაბაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი, ვოლკოვი, იაშვილი.

მომდევნო სპარინგს გია გეგუჩაძის გუნდი 19 ივნისს, ადგილობრივ "დომჟალესთან" გამართავს.

შეგახსენებთ,
რომ თბილისის "დინამო" წელს ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ცალკარა ყოფილა და როგორ ცავაგეთ??
რეზო
23:55 17-06-2015
0
ასეთი თამაშით ვერ გავლენ ვერსად
Lasha
13:06 16-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული