გორის "დილა" თუ ბაქოს "ინტერი" - ნიკა კვეკვესკირი არჩევანის წინაშე

AutoSharing Option
გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა კვეკვესკირის გადაბირება ბაქოს "ინტერს" სურსო, ამის თაობაზე "აზერისპორტი" იუწყება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" სულ მალე ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდს კი ჩვენებური სპეციალისტი ზაურ სვანაძე გაწვრთნის. ახლახან მან "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძე შეცვალა...

"ამ კლუბის შესახებ ძალიან ბევრი ვიცი. ცოტა ხნის წინათ იქ ქართველები თამაშობდნენ და მთავარი მწვრთნელიც ქართველი იყო. ყველაფერი მალე გადაწყდება.

"დილას" რიგებში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე და ჩემპიონთა ლიგაში მინდა თამაში, მაგრამ ლეგიონერობაც მინდა.

23 წლის ასაკში ფული არ დგას წინა პლანზე. მინდა,
გამოცდილება მივიღო", - თქვა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
23 წლის ასაკში უკვე ახალგაზრდა აღარ ხარ.
tiflisi
14:33 16-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული