გიორგი ქვილითაია: "დინამო" ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი, 21 წლის გიორგი ქვილითაია ოფიციალურად გახდა თბილისის დინამოელი.

ის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს სლოვენიურ შეკრებაზე ახლავს. ქვილითაიას სწორედ სლოვენიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ...

- გიორგი, გილოცავთ! უკვე ოფიციალურად ხართ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი. რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ დინამოელი?
- პირველ რიგში, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მეორეც - ამისრულდა ბავშვობის ოცნება. ყველა პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც იწყებს ფეხბურთზე სიარულს, ოცნებობს იმაზე, რომ ითამაშოს თბილისის "დინამოში".

ბედნიერი ვარ ამ კლუბში მოსვლით და ვეცდები, "დინამოს" ყველა გულშემატკივარი გავახარო
შედეგიანი, კარგი თამაშით.

- "დიორიდან" წამოსვლა რომ გადაწყვიტეთ, სხვა შეთავაზებები თუ გქონდათ და რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცდამაინც "დინამოზე"?
- იყო სლოვაკეთის ერთ-ერთ გუნდში გადასვლის ძალზე რეალური ვარიანტი, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე "დინამოზე". ამის მიზეზი იყო ის, რომ "დინამოში" თამაში ჩემთვის არის ახალი და ძალიან დიდი გამოწვევა.

- რას იტყვით ამ ფორმაციის გუნდზე?
- გუნდში ახალგაზრდა, ტექნიკური ფეხბურთელები შეიკრიბნენ. ვფიქრობ, ისეთი შემადგენლობაა, რომელსაც შეუძლია, გულშემატკივარი გაახაროს.

- გია გეგუჩაძესთან აქამდე არ გიმუშავიათ. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
- გეგუჩაძე უმაღლესი დონის სპეციალისტია. ვგრძნობ, რომ მენდობა.

- როგორ პირობებში ემზადება "დინამო" სლოვენიაში?
- ძალიან კარგი პირობებია აქ. რაც შეეხება სათამაშო მონახაზს, ვცდილობთ, შემტევ ფეხბურთზე გავაკეთოთ აქცენტი.

- როგორ შეაფასებდით "შკენდიასთან" შეხვედრას?
- ეს პირველი თამაში იყო. ასე ვთქვათ, ფეხბურთელები მინდორზე ვეცნობოდით ერთმანეთს. მუშავდებოდა ახალი ტაქტიკა... ვფიქრობ, ყველაფერი სულ უკეთ და უკეთ იქნება. დრო გავა და უფრო შევთამაშდებით.

- ევროთასებზე რისი მიღწევა შეუძლია "დინამოს"?
- მიზანია, წავიდეთ რაც შეიძლება შორს და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი - ასეთია ჩემი განწყობა ევროთასების წინ. მგონია, რომ ევროასპარეზზე კარგი თამაშით შევძლებთ ქართველი ქომაგის გახარებას.

Sportall.Ge
ფოტოზე: ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბაჩანა არაბული სლოვენიურ შეკრებაზე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაკაურიძის უაზრო სტატიებმა ხომ შეჭამა ტვინი, წადი ბიძია სხვა საქმე ნახე, არ იცი ეგ საქმე შენ.
5555
15:09 18-06-2015
0
ალეკო კაკაურიძე-ს. ხომ ვერ გვეტყვი, რასა იქნს შენი "საყვარელი" თემურ ქეცბაია. ხომ არის ჯგიროდ????
mamulo
16:00 18-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული