19 აპრილს, ქუთაისის "ტორპედოსთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, "გურიის" მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ლანჩხუთელებს დროებით გიგლა იმნაძე ავარჯიშებდა...
მოკლედ, ყველა იყო მოლოდინში, რომ "გურიაში" ახალი კაცი მივიდოდა. თავიდან, მოლაპარაკება გია ცეცაძესთან მიმდინარეობდა. ის ლანჩხუთში ჩავიდა და გამგებელსაც შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ, "სამტრედიას" მიაშურა.
გოგიჩაიშვილის ამბავი კი 24 ივნისს გადაწყდა. "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ეს გუნდი უცხო არ არის, რადგან 1991-92 წლებში
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ჯერ "გურიის" სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ და თავად გოგიჩაიშვილმაც დაგვიდასტურეს.
"ეს საკითხი გადაწყვეტილია, კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. ახლა გასარკვევია ჩემი სამწვრთნელო შტაბისა და სხვა საკადრო ამბები.
ვის მოვიყვანთ და ვის არა, ამას კლუბის ხელმძღვანელობასა და დამფინანსებლებთან დალაპარაკების შემდეგ გეტყვით", - ამბობს გოგიჩაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. მერე სკოლის პირველი ლიგის გუნდს ავარჯიშებდა, დიდ ფეხბურთში კი კახა კაჭარავამ მიიწვია, რომელსაც "ზესტაფონში" ეხმარებოდა. იყო თბილისის "დინამოს" დუბლების, ბოლოს კი მთავარი გუნდის დამრიგებელი, საიდანაც ჩემპიონატის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაათავისუფლეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"