ბონა და მუმლაძე "დინამოს" დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
გახსოვთ ბესიკ ბერაძე? უსიტყვო და ფუტკარივით მუშა მცველი, რომელსაც წყალტუბოს "სამგურალში", თბილისის "დინამოში", "ტრაბზონსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია.

"ტრაბზონიდან" და საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ბერაძემ (მეტსახელად "ბონა") საქართველოს ჩემპიონატში ცოტა ხანი ითამაშა და ისე დაიკარგა, მისი ალი-კვალი არავინ იცოდა - არც რომელიმე კლუბში მუშაობდა და აღარც ვეტერანთა მატჩებში მონაწილეობდა. არადა, 90-იანი წლების "დინამოს" ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა იყო.

ახლა ბერაძე "დინამოს" დაუბრუნდა და "დინამო 2"-ის ადმინისტრატორად დაინიშნა. გადაწყვეტილება კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა მურთაზ შელიამ მიიღო. ცხადია, ახალი ხელმძღვანელების მისვლის შემდეგ, "დინამოში" კიდევ
ბევრი საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი.

კლუბს დაუბრუნდა რამაზ მუმლაძეც - "ვიტ ჯორჯიას", ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "ოილიმპის" ყოფილი დამრიგებელი ამიერიდან დუბლშემადგენლობასთან იმუშავებს. ბატონი რამაზი "დინამოში" წლების წინაც მუშაობდა, წვრთნიდა "დინამო 2"-ს და რამდენიმე წელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც იყო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული