ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაციამ ახალი ლოგოსა და სათამაშო ფორმის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. ახლა მისი პირობები დაკონკრეტდა. თურმე, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით 150 ლარს მიიღებს.
კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება, გამარჯვებულს კი სპეციალურად შექმნილი კომისია თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს შორის შეარჩევს და მეორე ეტაპზე (17-დან 23 ივლისამდე) მოგებული ღია გამოკითხვით (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ან "ფეისბუქზე") შეირჩევა.
ფორმის წარმოდგენილი ვარიანტებით, გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილი დარჩა. მათი აზრით, გუნდის
"ლურჯი ფერის მაისურში გამოაწყო ქუთაისის "ტორპედო", ეს არის ამ კლუბისა და გულშემატკივრების დაცინვა", - ეწერა ფანების განცხადებაში.
ამაზე კლუბმა განმარტება გააკეთა:
"ბოლო პერიოდში კლუბის სიმბოლიკა და ფერები ამა თუ იმ პიროვნების სურვილზე იყო მორგებული, თემატურადაც შეუსაბამო გახლდათ და ხშირად იცვლებოდა. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს კლუბის იმიჯსა და ტრადიციებზე.
ნებისმიერ კლუბს გააჩნია 3 ფერის ფორმა: ძირითადი და 2 - სათადარიგო. გულშემატკივართა ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილია, რომ ამ ფორმებიდან 2 ფერი იქნება მათთვის მისაღები (თეთრი და შავი).
კლუბის ახალი სიმბოლიკისა და ძირითადი ფორმის დიზაინის შექმნა ქალაქის დროშის ფერების შესაბამისად, არ ნიშნავს იმას, რომ კლუბს არ ჰქონდეს სხვა ფერის ფორმა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"