ლურჯი ფორმა დაცინვაა! - ქუთაისის "ტორპედოს" ფანების ნაწილი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ფოტოზე: ქუთაისის სიმბოლიკა
ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაციამ ახალი ლოგოსა და სათამაშო ფორმის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. ახლა მისი პირობები დაკონკრეტდა. თურმე, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით 150 ლარს მიიღებს.


კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება, გამარჯვებულს კი სპეციალურად შექმნილი კომისია თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს შორის შეარჩევს და მეორე ეტაპზე (17-დან 23 ივლისამდე) მოგებული ღია გამოკითხვით (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ან "ფეისბუქზე") შეირჩევა.

ფორმის წარმოდგენილი ვარიანტებით, გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილი დარჩა. მათი აზრით, გუნდის
ფერების გაუთავებელი ცვლა უნდა დასრულდეს.

"ლურჯი ფერის მაისურში გამოაწყო ქუთაისის "ტორპედო", ეს არის ამ კლუბისა და გულშემატკივრების დაცინვა", - ეწერა ფანების განცხადებაში.

ამაზე კლუბმა განმარტება გააკეთა:

"ბოლო პერიოდში კლუბის სიმბოლიკა და ფერები ამა თუ იმ პიროვნების სურვილზე იყო მორგებული, თემატურადაც შეუსაბამო გახლდათ და ხშირად იცვლებოდა. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს კლუბის იმიჯსა და ტრადიციებზე.

ნებისმიერ კლუბს გააჩნია 3 ფერის ფორმა: ძირითადი და 2 - სათადარიგო. გულშემატკივართა ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილია, რომ ამ ფორმებიდან 2 ფერი იქნება მათთვის მისაღები (თეთრი და შავი).

კლუბის ახალი სიმბოლიკისა და ძირითადი ფორმის დიზაინის შექმნა ქალაქის დროშის ფერების შესაბამისად, არ ნიშნავს იმას, რომ კლუბს არ ჰქონდეს სხვა ფერის ფორმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონო მერაბ, კარგი იქნებოდა თუ ამ სტატიაში თქვენს ობიექტურ შეფასებასაც გამოხატავდით. მაგ ფანების ნაწილი იყო ზუსტად, ვისოლი რომ ქუთაისიდან გააქცია და ამით ამაყობენ. დღესდღეობით კერძო სპონსორი გყავდეს და იგიც ძალით გაუშვა? კლუბის წინააღმდეგოდ გამოდიან და აბა ეგენი არიან ფანები?!
ქუთაისი
07 ივლისი 2015 13:41
0
150 ლარი :D :D :D :D :D

აი ეს არის დაცინვა. ბევრად კარგი იქნებოდა თუ გულშემატკივრისთვის ეთხოვათ კონკრსში მონაწილეობის მიღება და საერთოდ არ უნდა ეხსენებიათ ფული. დარწმუნებული ვარ ყველა მიიღებდა მონაწილეობას.
giorgi
06 ივლისი 2015 18:58
0
ქუთაისის "აია"
levani kaxeti
06 ივლისი 2015 17:51
0
რატო იქნებ ისე აყვავდეს ეკონომიკა რო განაახლოს მანქანების წარმოება ,,ზაოდმა" და მერე ისევ ტორპედო იქნება დასარქმევი
irakli apkhaidze
06 ივლისი 2015 14:52
0
ზალიან მომგებიანი იქნება გუნდისთვის და საერთოდ ქალაქისთვის თუ საფეხბურთო გუნდის სახელწოდება იქნება " ქუთაისი ". რაღაცა ტრადიციებზე ,რომ ლაპარაკობენ ეს სისულელეა. ძველმა თაობამ ვიცით თუ როგორ ინარჩნებდა ის ტორპედო უმაღლეს ლიგაში ადგილს.
კიაზო მელაძე
06 ივლისი 2015 14:16
0
ლურჯმა ფერმა,რადგან თბილისის დინამოს ფერებია,უკმაყოფილება გამოიწვია და სახელწოდება,,ტორპადო,,არ იწვევს უკმაყოფილებას?
-საერთოდ მართლაც კარგი იქნება რაღაც სხვა ფერი,ორიგინალური ფორმა ქუთაისელთათვის,და გუნდის სახელწოდებაც ქართული!!!
zaza
06 ივლისი 2015 13:34
0
სახელი ხომ არ გადავარქვათ საერთოდ.TORPEDO მაინც რუსულად ჟღერს. აიეტი დავარქვათ რითიც მთელი ქუთათურები ვამაყობთ.და შესაბამის ფერებში შევმოსოთ გუნდი. ტორპედო ტორპედოს ძახილს ნაგდად ჯობია. ცუდ ასოციაციას იწვევს ეს ტორპედოოო
AIETI
06 ივლისი 2015 13:03
0
Tsels xom lurji tsxenis tselitsadia,ratom Arian ukmakopilo?
KutAislebs
06 ივლისი 2015 12:37
0
მთავარია ოცნების ფერებს ემთხვევა...
FIONA
06 ივლისი 2015 11:51
0
ტროლიკის გაქირავება არ მოქმედებს პრესტიჟზეეე
....
06 ივლისი 2015 11:38
0

სიახლეები პოპულარული