ფოთის "კოლხეთი" უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკიტა პოლულიახი
თურქეთში გამგზავრებამდე ფოთის "კოლხეთი" ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. 12 ივლისს ურეკში ოზურგეთის "მერცხალს" გაეჯიბრება, 14-ში "ზუგდიდს" მიიღებს, 16-ში ქობულეთში "შუქურას" ესტუმრება, ხოლო 22-ში თერჯოლის "საპოვნელასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

ამასობაში, გუნდმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის ნახევარმცველი თენგიზ გოროზიაა, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და ამ გუნდის მაისურით ერთი გოლიც აქვს გატანილი.

კიდევ ერთი ახალწვეული 20 წლის ცენტრალური მცველი მურად აფხაზავაა. ის გორის "დილაში" თამაშობდა, ბოლოს კი - ოზურგეთის "მერცხალში" ირიცხებოდა.

კოლხებს დაეხმარება უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი
ნიკიტა პოლულიახიც
, რომელიც აქამდე დონეცკის "მეტალურგის" ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონში კი ალჩევსკის "სტალში" იყო განათხოვრებული. ამ ფეხბურთელს უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში (1 გოლი) აქვს ნათამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Magari dagimatebiat, 1რტ goli gautania, hvnebs mixedet ras bodialobt
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული